მიატოვიჩი:„დანაკარგი შენაძენზე მეტია, პერესი უნდა გააქტიურდეს“

პეჯა მიატოვიჩის აზრით, მადრიდის „რეალს“ კიდევ 3-4 ფეხბურთელი სჭირდება.

„მივესალმები, როგორც დინ ჰოისენის, ასევე ტრენტ ალექსანდერ არნოლდის და ფრანკო მასტანტუონოს დამატებას, მაგრამ მადრიდის „რეალში“ დანაკარგი უფრო მეტია, ვიდრე შენაძენი, ამიტომ გუნდს სჭირდება ეფექტური სატრანსფერო პოლიტიკა და კიდევ 3-4 ტრანსფერი.“

„მერწმუნეთ, „რეალის“ დონის გუნდსაც კი ეტყობა, რომ კროოსი წავიდა, მიდის მოდრიჩის, უფრო ადრე წავიდა კაზემირო, მარსელო,  ბენზემა, რამოსი და სხვები. ეს არ არის მხოლოდ სახელები, ეს ისტორია და შესაძლებლობებია.“

„ჩემი აზრით, „რეალის“ ნახევარდაცვაში გარდამტეხი ცვლილებებია საჭირო. გუნდში უნდა ითამაშონ ინტელექტით სავსე ფეხბურთელებმა, რომლებიც აჩვენებენ იმ კლასს, რომელსაც მოდრიჩმა, კროოსმა, ისკომ და სხვებმა შეგვაჩვიეს.“

„პერესი უნდა გააქტიურდეს და ყველაფერი გააკეთოს გუნდის გასაძლიერებლად, ვინაიდან პარერალურად იზრდება კონკურენციაც. „ბარსელონაში“ სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო, იგივეს თქმა შემიძლია ბრიტანული და იტალიურ გუნდებზეც.“

„ზოგადად ვფიქრობ, რომ მომდევნო 5 წლიანი ციკლი საკლუბო ფეხბურთში საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (240)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)