კლუბები მოქმედებაზე გადავიდნენ - სად მიდის როდრიგო?
როდრიგო გოეშთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება.
ჯერ კიდევ გუშინ ესპანურმა გამოცემებმა დაადასტურეს, რომ ფლორენტინო პერესს „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდა და მიმზიდველი წინადადებით მიმართა.
„ბაიერნი“ მზად არის, ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს და ასევე შეთანხმებაში ჩადოს პუნქტები, რომელიც „რეალს“ დამატებითი მილიონების გამომუშავების პერსპექტივას მისცემს და ეს ყველაფერი იმ კარიერაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც გოეშს „რეკორდმაისტერში“ ექნება.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა, გააქტიურად „არსენალიც“, რომლის მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა გოეშის დიდი თაყვანისმცემელია.
Daily Star-ის ცნობით, საქმეში კვლავ აპირებს ჩართვას ლონდონის „ჩელსი“, რომელიც შეტევის ხაზის გაძლიერებით არის დაინტერესებული.
იმ ფონზე, რომ როდრიგოს პოზიციები „რეალში“ შესუსტებულია და ფრანკო მასტანტუონოს შემდეგ კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება, შეთანხმების ალბათობა მართლაც არსებობს.
- 4 ივლისი 2025
- 1 101
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.