ოფიციალური განცხადება - სერხიო სკარიოლო!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მადრიდის „რეალი“ აცხადებს, რომ მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში, 2028 წლის 30 ივნისამდე, საკალათბურთო გუნდს გამოცდილი სპეციალისტი, სერხიო სკარიოლო ჩაიბარებს.
სკარიოლო მადრიდელებს რამდენიმე კვირაში შეუერთდება.
სერხიო ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე ძალიან წარმატებული კარიერით იწონებს თავს, მას ასევე აქვს NBA-ში მუშაობის გამოცდილება და ევროპის მასშტაბით უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს.
- 4 ივლისი 2025
- 453
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.