სიურპრიზი - როდრიგო გოეში მიუნხენის „ბაიერნში“

ესპანური და გერმანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის მოლაპარაკებები ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესსა და „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში შედგა.

არაოფიციალური ცნობით, „ბაიერნი“ მზად არის, როდრიგოს სანაცვლოდ პირველ ეტაპზე 75 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო 2026 წლის ბოლომდე დამატებით 25 მილიონი.

გამოდის, რომ საერთო სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევრო იქნება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

პირველი კონტრაქტის  ფარგლებში, თუ როდრიგო ბუნდესლიგას მოიგებს „რეალი“ დამატებით 10 მილიონს მიიღებს, ამის ალბათობა კი რა თქმა უნდა ფაქტობრივად 100%-იანია.

გარდა ამისა, თუ როდრიგო „რეკორდმაისტერთან“ პირველი კონტრაქტის პირობებში ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, „რეალი“ დამატებით 7 მილიონს მიიღებს.

გამოდის, რომ ფლორენტინო პერესს 100 მილიონზე გაცილებით მეტის გამომუშავების საშუალება ექნება.

ასევე ცნობილია, რომ გერმანული მხარე სამხრეთ-ამერიკელ ფეხბურთელს 5 წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, სადაც მისი შემოსავალი 8.5 მილიონი ევრო იქნება.


1

9 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 784

მასტანტუნიო/გიულერი/ბრაჰიმს გამოიყენებს ალონსო ვფიქრობ, გაუშვან ცოდოა როდრიგო... თავის პოზიციაზე რო ვერ თამაშობს მეცოდება.


2

7 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 19
9 hours above, Rustaveli1990 says:

მასტანტუნიო/გიულერი/ბრაჰიმს გამოიყენებს ალონსო ვფიქრობ, გაუშვან ცოდოა როდრიგო... თავის პოზიციაზე რო ვერ თამაშობს მეცოდება.

ბაიერნში არ გვაწყობს ჩემი აზრით


3

7 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 169

მასტანტუნიო ჯერ საქმეში არ უნახავთ და როგორ მოერგება გუნდს ეგეც საკითხავია, ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და გამოცდილებაც არა აქვს ლა ლიგის, შეცდომა მგონია როდრიგოს გაშვება, ვერ იყენებენ ამ ბიჭის პოტენციალს სწორად.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (34)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)