"ოსერის" ისტორია
როგორც მოგეხსენებათ, დღეს მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს გამართავს საფრანგეთში, "ოსერის" წინააღმდეგ.მე ტრადიციულად გთავაზობთ "ბლანკოსის" მოწინააღმდეგეთა ისტორიებს.გამონაკლისი არც "ოსერია"...
Association de la Jeunesse Auxerroise - ეს "ოსერის" სრული სახელწოდებაა. კლუბი ბურგუნდიაში 1905 წელს ჩამოყალიბდა. ოსერი არის ძალიან პატარა ქალაქი საფრანგეთში და აქვს რეპუტაცია იმის რომ,ის არის ყველაზე პატარა ქალაქი მსოფლიოში, რომელსაც ჰყავს ასეთი ცნობილი და წარმატებული კლუბი. "ოსერი" Stade l'Abbé-Deschamps-ის სტადიონზე თამაშობს,რომელიც მდინარე იონეს სანაპიროზე მდებარეობს. მაყურებელთა ტევადობა 24 493-ია.
ისტორია
"ოსერი" ფრანგმა მღვდელმა ერნესტ აბე დეშამმა დაარსა 1905 წელს. კლუბმა მალევე ჰპოვა წარმატება და დეშამისავე დაარსებული "კათოლიკური ლიგაც" მოიგო. "ოსერმა" 1908 წელს საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალშიც გააღწია,თუმცა 1-8 დამარცხდა.
პირველი მსოფლიო ომის დროს ქალაქი ოსერი მიწასთან გასწორდა.გარდა სხვა შენობებისა, სტადიონიც დაინგრა. ამიტომ "ოსერის" ფეხბურთელები მეზობელ ქალაქებში ატარებდნენ საშინაო მატჩებს. რამოდენიმე წელში დეშამმა ხალხის მიერ შემოწირული ფულით მიწის ნაკვეთი იყიდა მდინარე იონეს სანაპიროსთან და სწორედ იქ აშენდა მცირე სტადიონი,რომელ ადგილზეც დღესაც არის "ოსერის" საშინაო არენა,რომელიც დეშამის სახელს ატარებს.
1980 წლამდე კლუბი ფაქტიურად არ ჩანდა. მათ არანაირი ტიტული არ მოუგიათ.გარდა ბურგუნდიის ჩემპიონატისა.1905 წლიდან 1914 წლამდე მათ ზედიზედ ცხრაჯერ მოიგეს საფრანგეთის ამ მხარის ჩემპიონატი.
1980 წელს "ოსერში" მოვიდა ახალი პრეზიდენტი, კლუბს გაუჩნდა ახალი მწვრთნელი,ფეხბურთელები და სრულიად სხვა გუნდი წარსდგა მაყურებელთა წინაშე. გარდა ფრანგი ფეხბურთელებისა,უცხოელებიც გადმოვიდნენ "ოსერში",მათ შორის პირველი იყო პოლონელი ანდრეი შარმახი,რომელიც იმ პერიოდისათვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში. "ოსერმა" ამ წელსვე საფრანგეთის მეორე ლიგაში თითქმის ყველა თამაში მოიგო, გაჩემპიონდა და პირველ ლიგაშიც გადავიდა. პირველივე სეზონში "ოსერმა" ფართო საზოგადოება გააოცა იმით,რომ ფრანგულ გრანდებს საკუთარ სტადიონზე ერთი-მეორის მიყოლებით ანადგურებდა,თუმცა გასვლით თამაშებს ძალიან ცუდი შედეგით ამთავრებდნენ. 1980 წლიდან "ოსერმა" აღმასვლა დაიწყო. ამ წლიდან მოყოლებული დღემდე "ოსერი" საფრანგეთის პირველი ლიგის შეუცვლელი წევრია.
1983-1984 წლებში "ოსერმა" პირველ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა. ამ პერიოდისთვის აქ თამაშობდნენ ფრანგული ფეხბურთის ვარსკვლავები: პატრის გარანდე,რომელიც ამ წელს ბომბარდირი გახდა 20 გოლით, ჟო ბატსი და ჯან-მარკ ფერერი,რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საფრანგეთის ნაკრების ევრო 1984-ზე და ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე გამარჯვებებში.
1984 წელს "ოსერის" სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარადა და მას დეშამის სახელი ეწოდა.
1984 წლიდან მოყოლებული "ოსერი" ხშრად ხვდებოდა ევრო ტურნირებზე,თუმცა როგორც წესი ნახევარფინალს ვერ სცილდებოდა. სამაგიეროდ "ინტერტოტოსა" და "ალპების" თასზე ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა.
1995-1996 წლების სეზონში "ოსერმა" დამაჯერებლად მოიგო პირველად და უკანასკნელად საფრანგეთის პირველი ლიგა. ამ სეზონში მისი თამაში შთამბეჭდავი იყო. ჩატარებული შეხვედრებიდან თითქმის ყველაში გამარჯვება მოიპოვეს და სამართლიანადაც გაჩემპიონდნენ.
"ოსერის" ტიტულები:
საფრანგეთის პირველი ლიგა: 1995-1996
საფრანგეთის მეორე ლიგა: 1979-1980
საფრანგეთის თასი: 4-ჯერ
"ინტერტოტო" : 2-ჯერ
"ალპების" თასი: 2-ჯერ
ბურგუნდიის თასი: 2-ჯერ
ბურგუნდიის ჩემპიონატი: 9-ჯერ
"გამბარდელას" თასი: 5-ჯერ
ინფორმაციის წყარო:wikipedia.com
სტატიის ავტორი: WISHMASTER
- 28 სექტემბერი 2010
- 2 009
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.