250 მილიონი - „რეალს“ მაცდური წინადადებით მიმართეს!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ საუდის არაბეთიდან მაცდური წინადადება მიიღო.
საქმე ეხება ურუგვაელ ფედერიკო ვალვერდეს, რომლის სანაცვლოდაც, ფლორენტინო პერესს პირველ ეტაპზე 250 მილიონი ევროს მიღება შეუძლია, ხოლო შემდეგ, რამდენ წელიწადსაც ვალვერდე ახალ კლუბში გაატარებს, იმდენჯერ 20 მილიონი.
წინადადება მართლაც მაცდურია, მაგრამ ყველამ იცის, რომ ჩაბი ალონსო ფედერიკოზე უდიდეს იმედებს ამყარებს და ტრანსფერის ალბათობა ფაქტობრივად არ არსებობს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ფედეს საუდის არაბეთში წლიურად 45 მილიონი ევროს გამომუშავების პერსპექტივა ექნება.
- გუშინ, 12:59
- 1 581
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.