კურტუა:„გუნდი ძალიან მწყობრად თამაშობდა“
ტიბო კურტუამ „იუვენტუსთან“ შეხვედრა შეაფასა.
„საკმაოდ საინტერესო მატჩი იყო, გუნდი მწყობრად თამაშობდა და მაქსიმალურად ცდილობდა, მხოლოდ შეტევებზე გადაეტანა აქცენტი.“
„როდესაც იგებ ისე, რომ გოლს არ უშვებ, ყოველთვის მნიშვნელოვანია. მივიჩნევ, რომ მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო და ჩვენი შედეგი ნამდვილად უნდა იწვევდეს კმაყოფილებას.“
„ეს ახალი ტურნირია, რომელიც დამატებით ინტერესს იწვევს. ფაქტია, რომ ბევრი კომპონენტი უნდა დაიხვეწოს, თუმცა ეს ეტაპობრივად მოხდება. ვფიქრობ, მატჩების დროების კორექტირება უმნიშნელოვანესი კომპონენტი იქნება.“
„გუნდი თვისობრივი ცვლილებების გზაზეა და ამას დასჭირდება დრო, თუმცა ფაქტია, რომ ჩაბი ალონსომ საკმაოდ საინტერესო პროექტი შემოგვთავაზა.“
„ახალგაზრდებთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს. 18-19 წლის ფეხბურთელებს ჩემთან ძალიან მარტივად შეუძლიათ კომუნიკაცია, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ვცდილობთ, გამოცდილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდებს გამოცდილება გავუზიაროთ.“
„უბედნიერესი ვიქნები, თუ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს მოვიგებთ, ეს სრულიად ახალი ისტორია იქნება.“
- გუშინ, 11:35
- 309
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.