ფედე:„„იუვენტუსის“ წინააღმდეგ დიდი ძალისხმევა გავიღეთ“
ფედერიკო ვალვერდემ „იუვენტუსთან“ შეხვედრა შეაფასა.
„ეს საკმაოდ რთული მეტოქე იყო. „იუვენტუსმა“ ორმაგი დაცვა აირჩია და განსაკუთრებული ყურადღებით კეტავდა ზონებს, რაც ნებისმიერი გუნდის ამოცანას ართულებს. ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და 1/4 ფინალში ვართ, თუმცა გზა მარტივი არ ყოფილა.“
„გონსალო ნამდვილი ვარსკვლავია, ის მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს. მიხარია, რომ კანტერანო ამხელა პროგრესს აჩვენებს და განვითარების გზაზეა. დარწმუნებული ვარ, ესპანელი ფეხბურთელი ჩაბი ალონსოსგან ბევრს ისწავლის.“
„კაპიტნის რანგში ყოფნა განსაკუთრებული პასუხისმგელობლობაა, ყოველთვის ვცდილობ, თანაგუნდელები გავამხნევო და მათზე დადებითად ვიმოქმედო.“
„არაერთი კომპონენტი გვაქვს დასახვეწი, თუმცა ამას დრო სჭირდება. ახლა მთელი ჩვენი ყურადღება მუნდიალის წარმატებით დასრულებაზეა გადატანილი.“
- გუშინ, 11:35
- 366
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.