გონსალო:„„რეალში“ დარჩენას და ბევრი გოლის გატანას ვაპირებ“

გონსალო გარსიამ მორიგი კარგი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მოედნიდან გასვლა დიდი ოვაციების ფონზე ჩემთვის საამაყო იყო. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც დამაფასა. მართლაც განსაკუთრებული ემოციები დამეუფლა, რომელსაც ვერ დავივიწყებ.“

„მადრიდის „რეალში“ დარჩენას და ბევრი გოლის გატანას ვაპირებ. სწორედ ეს არის ჩემი ოცნება. მიხარია, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჩემი გამოსვლა ნაყოფიერია, თუმცა კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.“

„ტურინული გრანდი ჩემი გოლის წყალობით დავამარცხეთ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და მაბედნიერებს.“

„როდესაც ტრენტმა ჩააწოდა, „იუვენტუსის“ ორი ფეხბურთელის ყურადღება ანტონიო რუდიგერმა მიიპყრო. მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს ჩემი მომენტი იყო და თავით ბურთი კარში გადავგზავნე, მართლაც ეფექტური მომენტი გამოდგა.“

„როდესაც რაულს მადარებენ, რა თქმა უნდა სიამაყით ვივსები, ის წლების მანძილზე ჩემი მწვრთნელი იყო და ძალიან ბევრი მასწავლა. ელ კაპიტანო მადრიდული გრანდის ლეგენდა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია.“


1

გუშინ და 13:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 10

მაგარი ბიჭია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (34)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)