"ოსერი" - "რეალი" [პრევიუ]
დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, "ოსერისა" და მადრიდის "რეალის" მატჩი დაიწყება. ჟოზე მოურინიოს გუნდი მთლიანად არის კონცენტრირებული ფრანგებთან მატჩზე, მიუხედავად იმისა, რომ ოსერის ფეხბურთელები არც ისე კარგ ფორმაში იმყოფებიან, ისინი ცუდად თამაშობენ ეროვნულ ჩემპიონატში და ასევე წააგეს ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი იტალიის მილანთან...
"ჩემპიონთა ლიგისთვის მზადება სამეფო კლუბმა კვირას დაიწყო, მანამდე კი ლა ლიგაში "ლევენტესთან" ფრეს დასჯერდა. მოურინიოს შეგირდებს იმედი აქვთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფური ეტაპის G ჯგუფის ლიდერები გახდებიან, ამ ეტაპზე ისინი პირველ-მეორე ადგილს იყოფენ იტალიის მილანთან."
"აბე დეშამის სტადიონზე დღეს სრულ ანშლაგს ელიან მიუხედავად იმისა, რომ "ოსერი" ცუდ ფორმაშია და საფრანგეთის ჩემპიონატის 5 თამაშიდან ორი წაგებული აქვს. ფრანგები მხურვალე ქომაგობას აპირებენ."
"მადრიდის "რეალი" საფრანგეთში პორტუგალიელ პეპესთან ერთად ჩავიდა, რომელმაც წინა უქმეებზე წითელი ბარათი მიიღო. კანტერანო ხუან კარლოსმა კი ჟოზეს ნდობა მოიპოვა და დღეს იგი განაცხადში იქნება."
"ოსერის მთავარი მწვრთნელის, ჟან ფერნანდესის განცხადებით, მისი გუნდი სრულ მზადყოფნაშია და "რეალთან" არაფრის დათმობას არ აპირებს, ფრანგები ბოლომდე იბრძოლებენ 22000 გულშემატკივართან ერთად, რომელიც "აბე დეშამზე" შეიკრიბება."
"ოსერის ორი ფეხბურთელი, ლეტალეკი და მინოტი სამეფო კლუბთან თამაშს ვერ შეძლებენ, მაგრამ მოედანზე გავა იელენი, რომელმაც წინა თამაში გამოტოვა."
- 28 სექტემბერი 2010
- 1 715
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.