ალონსო:„ყველა ფეხბურთელმა უნდა გაითავისოს გუნდის ახალი ტემპი“

ჩაბი ალონსომ „იუვენტუსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„მბაპე ბევრად კარგად არის, ის 100%-იან დატვირთვას იღებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხვალ კიდევ ვისაუბრებთ და გადავწყვეტ, დავაყენო თუ არა სასტარტო შემადგენლობაში.“

„ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გიგანტს, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს.  იტალიელებს ძლიერი მენტალობა და ტაქტიკური განათლება აქვთ.“

„როგორც კარვახალი, ასევე ედერ მილიტაო „იუვესთან“ მატჩის განაცხადში იქნებიან.“

„ვარჯიშების დროს დრონების გამოყენება მნიშვნელოვანია. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც გვეხმარება სესიების უკეთ გარჩევაში, ფეხბურთელების მოქმედებების განხილვასა და ტაქტიკური მონახაზების შემუშავებაში.“

„კასტილიელებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მივიჩნევ, რომ ისინი პერსპექტივით სავსე მოთამაშეები არიან.  ჩვენ გვსურს ახალგაზრდული სულის დამკვიდრება „ბლანკოსში“, კანტერანოებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ გამოცდილი ფიგურებისგან.“

„სკამზე იქნება, თუ სასტარტოში ითამაშებს, როდრიგოს მოტივაცია არ იცვლება. ბრაზილიელს უკვე კარგი გამოცდილება და საშემსრულებლო ოსტატობა აქვს.“

„„სიტისა“ და „იუვენტუსის“ დაპირისპირება? ეს არაფერს მაძლევს, მე ჩემი მიდგომები მაქვს.“

„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატთან დაკავშირებული მოსაზრებები, რომელიც კლოპმა გამოთქვა, ჩემთვის არაფერს ცვლის. ახლა თავიდან ბოლომდე, მთელი ყურადღება „იუვენტუსზე“ მაქვს გადატანილი.“

„ფედე ვალვერდე საოცარი ფეხბურთელია, მას არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის ბევრს მოძრაობს, ეფექტურია ბურთის ართმევის დროს, ასევე გააქვს ბევრი გოლი. ურუგვაელზე დიდ ფსონს ჩამოვდივარ, ის ძალიან გვჭირდება.“

„ჩვენ გვჭირდება კოლექტიური პასუხისმგებლობის მქონე გუნდი. ვინისიუსი და მბაპე აუცილებლად გაიზიარებენ ამ მიდგომას, მათი კლასი კი წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.“

„ტრენტს შეუძლია არაერთ პოზიციასა და სისტემაში თამაში. ის მოქნილი ფეხბურთელია და გუნდში დიდ წარმატებას მოიტანს.“

„ნებისმიერი ფეხბურთელი დაჯდება სკამზე, თუ არ გაიზიარებს რიტმს და დინამიკას, რომელიც გუნდში უნდა დავამკვიდრო. ჩემთვის სახელებს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა. მუქარა? მერწმუნეთ, რომ ფეხბურთელებს მუქარა არ სჭირდება, ჩვენ გვაქვს სტანდარტები, რომელსაც მივყვებით, ურთიერთობები კი მხოლოდ პატივისცემაზეა დაფუძვნებული.“


1

გუშინ და 12:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 021

ძაან სწორს ბაზრობს და სწორადაც უდგება საქმეს, ხალხი თატრაკს იტყნავს მუშაობაში და ამათ ვარჯიში ეზარებათ, ლიგა მოგებული სასტავი გასაშვებია , მოტივაცია აღარ აქვთ. 


2

გუშინ და 12:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 052

აბა რა გენაცვალე ..მბაპემ და ვინიმ უნდა იმოძრაოს როცა გუნდს ჭირდება. დაცვამდეც კი უნდა ჩამოყვეს...  წინა წელს უპრესინგოთ რომ ვიყავით მაგიტო იყო.  სახე რომ გაგაძრო ყველა გრანდმა 


3

გუშინ და 14:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 32

შეიძლება როდრიგოს მაგიტომაც იტოვებს იცის ეს ორი ზანტი არაფრის გამკეთებელი რომაა და ამით აზღვევს 


რა დღეში ვარ რა კონსპირაციულ თეორიებს აღარ ვფიქრობ


4

გუშინ და 21:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 68
გუშინ და 12:48, bururjika madrid says:

აბა რა გენაცვალე ..მბაპემ და ვინიმ უნდა იმოძრაოს როცა გუნდს ჭირდება. დაცვამდეც კი უნდა ჩამოყვეს...  წინა წელს უპრესინგოთ რომ ვიყავით მაგიტო იყო.  სახე რომ გაგაძრო ყველა გრანდმა 

ყველამ არა, მაგრამ ვინც გააძრო სახე რეალს კი ვიცით

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (8)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)