ჰოისენი:„ფედემ ხასიათით კროოსს შემადარა, ეს ბევრს ნიშნავს“
„იუვესთან“ დაპირისპირების წინ დინ ჰოისენმა „რეალის“ ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა.
„ჩვენი გეგმა გამარჯვებაა. გუნდი როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად მზად არის და წარმატების მიღწევა შეუძლია. იმედი მაქვს, ყველა მონახაზს გადავიტანთ მოედანზე და 1/4 ფინალის საგზურს მოვიპოვებთ.“
„აქ გაუმჯობესების დრო ყოველთვის არის. ჩემი ოცნება „რეალთან“ ერთად დიდი წარმატების მიღწევაა.“
„ვულოცავ კარვახალს, ის დაბრუნდა და მოედანზე გასვლა შეუძლია. ესპანელი ფეხბურთელის გამოცდილება ნამდვილად ფასდაუდებელია.“
„ჩემი სათამაშო დრო სრულად იქნება დამოკიდებული იმ ხარისხზე, რომელსაც ვაჩვენებ. პროგრესი ყოველთვის უნდა გსურდეს.“
„ტურინის „იუვენტუსს“ ვიცნობ. ამ გუნდის ყველაზე ძლიერი მხარე მყარი დაცვაა. იტალიაში ამ მხრივ ბევრი რამ ვისწავლე და მათი მადლიერი ვარ.“
„მბაპე მოედანზე ბრუნდება. ფრანგის კლასის შესახებ ბევრი საუბარი არ არის საჭირო, ის ყველაფერს თავად აჩვენებს.“
„გასახდელში საოცარი გარემოა. მიხარია, რომ „ბლანკოსში“ მოვხვდი.“
„ვალვერდეს საქებარი სიტყვები? ვამაყობ, რომ მან ჩემში კროოსის ხასიათი დაინახა.“
- გუშინ, 20:04
- 264
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.