დანი კარვახალი:„ამის თქმა უკვე დიდი ხანია მინდა“
დანიელ კარვახალმა „იუვენტუსთან“ დაპირისპირების წინ „რეალის“ ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა.
„გუნდი ძალიან თავდაჯერებულია და იცის, რომ „იუვენტუსი“ აუცილებლად უნდა დამარცხდეს. ლოგიკა მარტივია, თუ წააგებ სახლში წახვალ, ხოლო თუ გაიმარჯვებ, მომდევნო ეტაპის საგზურს მიიღებ. ჩვენი მოტივაცია უდიდესია.“
„ამის თქმა დიდი ხანია მინდა, მე მზად ვარ, მოედანზე გასასვლელად და დატვირთვის მისაღებად. 9 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დავბრუნდები. ვიცი, რომ დინამიკაში ჩასაჯდომად დრო დამჭირდება, მაგრამ გამოწვევების არასდროს მეშინოდა.“
„მე ვფიქრობ, რომ „რეალი“ ტურნირის საუკეთესო შეხვედრას სწორედ ტურინელთა წინააღმდეგ ჩაატარებს. ჯგუფურ ეტაპზე იყო მცირე გამოწვევები, დაზიანებები, მოედნიდან გაძევება და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერი დაძლეულია. გუნდმა შესაძლო 9-იდან 7 ქულა მოიპოვა, რაც პირველ ადგილზე გასასვლელად საკმარისი იყო. ახლა სულ სხვა ეტაპზე ვიმყოფებით, მეტი ყურადღება გვმართებს და მეტოქეებიც უფროდაუფრო ძლიერდებიან.“
„მზად ვარ ვითამაშო ყველგან, სადაც ჩაბი ალონსოს სჭირდება. ესპანელი მრავალფეროვანი სპეციალისტია, რომელსაც უყვარს სისწრაფე და დაკარგული ბურთისთვის ინტენსიური ბრძოლა. ვფიქრობ, კარგი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ჩაბისთან დამატებით თვისებებს შევიძენ.“
„პირველივე დღიდან აღვიქვი, რომ უმძიმესი ტრავმის მკურნალობა მომიწევდა. ოჯახი გვერდით დამიდგა, თანაგუნდელებმა ფსიქოლოგიურად გამამხნევეს, საერთო გამოცდილებამ კი მეტი სიმყარე მომცა. დღეს მე მოედანზე გასასვლელა მზად ვარ, ეს კი კომპლექსური ქმედებების შედეგია.“
„ხოსელუ? ის მართლაც საოცარი „9“-იანია და მადრიდის „რეალში“ საკუთარი ისტორია დაწერა. შარშან მისი სტილის მოთამაშე არ გვყოლია, ახლა კი გვყავს გონსალო, რომელიც საოცრად მოქნილია და გოლის გატანის ალღო აქვს. ესპანელს შეუძლია მცველების ყურადღების მიქცევა და სივრცეების გათავისუფლება. მიმაჩნია, რომ გარსიას დიდი მადრიდული მომავალი აქვს.“
- გუშინ, 19:59
- 914
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.