„კომო“ მზად არის, ენდრიკი იჯარით წაიყვანოს

იტალიური გამოცემების ცნობით, „კომოს“ ხელმძღვანელობა მზად არის, მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებები აწარმოოს.

იტალიურ კლუბს ზაფხულში გაძლიერება სურს და არაერთი ფეხბურთელის მიმართულებით მუშაობს.

ფაბრეგასის გუნდმა რამდენიმე შეთანხმება უკვე დახურა, თუმცა გაჩერებას არ აპირებს.

იტალიელების ცნობით, „კომო“ მზად არის, ენდრიკ ფელიპე 1 წლიანი იჯარით წაიყვანოს.

იმ ფონზე, რომ „რეალს“ ფელიპეს ესპანეთის ფარგლებს გარეთ გაშვება არ სურს, მოლაპარაკებები გართულდება, თუმცა ფაქტია, რომ „კომოში“ ერთმა მადრიდისტამ ნიკო ფასის სახით, ნამდვილად მოიკიდა ფეხი.

ამას ემატება ალვარო მორატას ფაქტორიც. ექს მადრიდისტა სულ ცოტა ხნის წინ დაემატა იტალიელთა რიგებს, რაც თავდასხმის ხაზში კონკურენციას გაზრდის, ეს კი ენდრიკის ინტერესებში ნამდვილად არ უნდა შედიოდეს.


1

29 ივნისი 2025 14:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 112

გაატანეთ, 


2

29 ივნისი 2025 14:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 551

ნაბოძვარ ფაბრეგასთან არ გაუშვებს პერესი


3

29 ივნისი 2025 16:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 847

ოღონდ ეგ სიკეთე ქენით და... პრაქტიკა სჭირდება, თორემ ტყიურივით მარტო გარბის წინ და ურტყავს, გუნდურობა უნდა ისწავლოს, გასაგები ფაქტორია თავის გამოჩენა სურს, მაგრამ საკუთარ თავს ორმაგად უნდა აჯობოს, სამწუხაროდ იამალის ასაკმა და კლასმა ბევრი ახალგაზრდა(ტალანტი) დაჩრდილა და მეტი შრომაა საჭირო ნდობის მოსაპოვებლად, მაგრამ აღსანიშნავი ფაქტი ისიცაა, იდეალური არავინ არაა და  მაგარი დეგენერატული ხასიათი აქვს + ამაყია, რონამდუნ კი მიუჩინა თავისი ადგილი და მესიმაც კი გააკრიტიკა იამალი, იმედია დაღვინდება, თორემ ვინიციუსი 2 ეყოლება ბარსელონას.

რონალდუმ*


4

30 ივნისი 2025 17:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 93
29 ივნისი 2025 16:48, Rustaveli1990 says:

ოღონდ ეგ სიკეთე ქენით და... პრაქტიკა სჭირდება, თორემ ტყიურივით მარტო გარბის წინ და ურტყავს, გუნდურობა უნდა ისწავლოს, გასაგები ფაქტორია თავის გამოჩენა სურს, მაგრამ საკუთარ თავს ორმაგად უნდა აჯობოს, სამწუხაროდ იამალის ასაკმა და კლასმა ბევრი ახალგაზრდა(ტალანტი) დაჩრდილა და მეტი შრომაა საჭირო ნდობის მოსაპოვებლად, მაგრამ აღსანიშნავი ფაქტი ისიცაა, იდეალური არავინ არაა და  მაგარი დეგენერატული ხასიათი აქვს + ამაყია, რონამდუნ კი მიუჩინა თავისი ადგილი და მესიმაც კი გააკრიტიკა იამალი, იმედია დაღვინდება, თორემ ვინიციუსი 2 ეყოლება ბარსელონას.

რონალდუმ*

ხოო, რონალდუმ რო მიუჩინა ადგილი ეგაა უბედურება. რამდენი წითელი დაუგროვდა უკვე იმ პორტუგალიელს? ეხლახანს ვუყურე სილკზე გოლებს და რონალდუმ აუტისთვის  ბურთი არ მისცა მეტოქეს და იდაყვით მოცელა, მსაჯმა რო წითელი აჩვენა მსაჯსაც მოუქნია და ვეღარ გაბედა. გაიპაზორა მოკლედ თავი იმ ნარცისმა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ალვარო გარსია 1
2 იამალი 1
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (206)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)