გონსალო თუ ენდრიკი? ჩაბიმ არჩევანი უნდა გააკეთოს

გონსალო გარსიამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც ყველა დაუმტკიცა, რომ დიდი მომავალი აქვს და ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია.

ახლა ჩაბი ალონსომ არჩევანი ესპანელ კანტერანოსა და ენდრიკ ფელიპეს შორის უნდა გააკეთოს.

„მარკას“ ინფორმაციით, ორივე ფორვარდის გუნდში დარჩენა გამორიცხულია, ვინაიდან „რეალს“ წინა ხაზში ისედაც დიდი რესურსი აქვს და ორ ცენტრალურ ფორვარდს მბაპესთან ერთად არ საჭიროებს.

არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ „ბლანკოსმა“ ენდრიკი იჯარით გაუშვას და განვითარების საშუალება მისცეს.

„ას“-ის ინფორმაციით, ჩაბი ამერიკულ ტურნეზე ფელიპეს დააკვირდება, ის ასევე განაგრძობს დაკვირვება პრე-სეზონსა და ტესტ მატჩებზე, თუმცა ამ წუთის მონაცემებით, გუნდში დარჩენის შანსი გონსალოს გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ენდრიკს.

ამასთანავე ცნობილია, რომ ფელიპეს ესპანეთის ლა ლიგიდან 3 კლუბი ეპატიჟება.


1

29 ივნისი 2025 17:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 847

ენდრიკი 2 წლით(მინიმუმ) გაუშვან სადმე, გონსალო უფრო ჩამოყალიბებულს ჰგავს მიუხედავად პრაქტიკის არქონისა, ფინიშინგი კარგი აქვს, მეორე სართულიც და სულ ბრძოლობს + დაცვაშიც ჩამოდის, ენდრიკის დიდად არც მჯერა... მისი მომავალი ბუნდოვანია, როცა გუნდში მბაპე, ვინი, როდრიგო, მასტანტუნიო, გიულერი, ბრაჰიმი არიან.

+ გონსალოც


2

29 ივნისი 2025 21:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 514

ჯობია იჯარით ენდრიკი გაუშვან და მომავალ წელს დაიბრუნონ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ალვარო გარსია 1
2 იამალი 1
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (206)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)