ბენზემას მატჩის წინა პრესკონფერენცია
მოურინიოს გადაწყვეტილებით ბენზემა ოსერთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება და შეეცდება მეტოქის კარის დალაშქვრას. კარიმი მატჩამდე ჟურნალისტებს შეხვდა და ესაუბრა მომავალ მატჩზე.
"მოურინიომ გადაწყვიტა ჩემი ძირითად შემადგენლობაში დაყენება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ძალიან მსურდა ოსერის წინააღმდეგ თამაში. ეს შეხვედრა ყოველი ჩვენგანისათვის ძალიან საპასუხისმგებლოა. ძალიან მსურს გავიტანო გოლი და დავეხმარო რეალს გამარჯვების მოპოვებაში."
"ფრანგულ ფეხბურთს კარგად ვიცნობ და ლიონში თამაშისას ოსერს რამდენჯერმე დავუპირისპირდი, ამიტომ მათთან თამაშის გამოცდილება მაქვს. მიმდინარე სეზონში ოსერი არადამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისას ყველა ფეხბურთელი თავისი მაქსიმუმის გაღებას ცდილობს, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც მადრიდის რეალს ეთამაშება."
"სეზონი ახლა დაიწყო და გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ შეხვედრებს დამაჯერებლად ვერ ვიგებთ, თუმცა ბევრს ვმუშაობთ, რათა ყველაფერი გამოვასწოროთ. ჟოზე შესანიშნავი მწვრთნელია და მეხმარება, განსაკუთრებით თავდაჯერებულობას მმატებს, დარწმუნებული ვარ მასთან მუშაობისას უფრო მეტ პროგრესს განვიცდი, ვიდრე ოდესმე."
- 27 სექტემბერი 2010
- 2 087
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.