„რეალს“ „ლივერპულის“ ფეხბურთელის დამატება გადაწყვეტილი აქვს!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესს „ლივერპულის“ ფეხბურთელის დამატება გადაწყვეტილი აქვს.
არსებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ჯერ-ჯერობით არ აპირებს მერსისაიდულ მხარესთან კონკრეტული დიალოგის გამართვას, ვინაიდან იცის, რომ იბრაჰიმა კონატეზე ზეწოლა გაიზრდება.
„მერენგების“ ხელმძღვანელობის აზრით, კონატეს 2026 წელს უფასოდ დამატება იდეალური გამოსავალი იქნება.
მადრიდში ფიქრობენ, რომ კონატესთვის სატრანსფერო ბონუსის სახით 15 მილიონი ევროს გადახდა და 6 წლიანი კონტრაქტი საუკეთესო შეთავაზება უნდა იყოს.
ფეხბურთელს არ სურს „ენფილდზე“ დარჩენა და „რეალში“ თამაშის პერსპექტივა ხიბლავს, „რეალი“ კი ცენტრალურ მცველს ეძებს და ფრანგის კანდიდატურა საუკეთესოდ მიაჩნია.
მადრიდული გამოცემების ცნობით, „რეალში“ აღნიშნულ ტრანსფერზე სრული კონსენსუსია.
- დღეს, 12:05
- 688
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.