Marca - მსოფლიო მუნდიალმა გონსალოს მსურველების რიცხვი გაზარდა!
„მარკას“ ინფორმაციით, გონსალო გარსიას მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.
ესპანელ ფეხბურთელზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ჩაბი ალონსო კანტერანოს მთავარ გუნდში დაწინაურებას აპირებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ გარსია გახლდათ ერთადერთი მადრიდისტა, რომელიც მსოფლიო მუნდიალის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა.
ინტერესის ზრდასთან ერთად იზრდება მოთამაშის ფასიც, მაგრამ ფლორენტინო პერესისთვის ეს გადამწყვეტი არ არის. გონსალოზე მადრიდში დიდ იმედებს ამყარებენ და მოსწონთ მისი ფიზიკური კონდიციები.
- დღეს, 11:22
- 407
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.