ერლინგ ჰალანდი „რეალში“ ითამაშებს - ფლორენტინო პერესის დაპირება!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესს სურს, რომ ოცნება აიხდინოს და მადრიდის„ რეალის“ რიგებში ერლინგ ჰალანდი იხილოს.
ესპანელი პრეზიდენტი ჩაბი ალონსოს პირდება, რომ ადრე თუ გვიან, ნორვეგიელი ფორვარდი სანტიაგო ბერნაბეუზე „რეალის“ მაისურს მოირგებს.
პერესის მიზანი მბაპეს და ჰალანდის ერთად თამაშია.
ფლორენტინოს არ აშინებს მრავაწლიანი კონტრაქტი, რომელიც ერლინგს „სიტისთან“ აქვს, ვინაიდან იმ ხელშეკრულებაში არის პუნქტები, რომელიც ფეხბურთელს არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს.
ამ ეტაპისთვის აღნიშნული ტრანსფერი რა თქმა უნდა ანონსდება, თუმცა პერესი პროცესის დაწყებას უკვე გეგმავს. მისი გეგმით, ნორვეგიელი მადრიდისტა 2026 ან 2027 წელს უნდა გახდეს.
- დღეს, 11:20
- 913
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.