"ოსერში" "ქილერი" ბრუნდება
"ოსერის" მთავარმა მწვრთნელმა, "რეალის" წინააღმდეგ 17 ფეხბურთელი შეიყვანა განაცხადში.
ჟან ფერნანდესისათვის სასიხარულო ის არის, რომ შემადგენლობაში ბრუნდება ირენეუს იელენი, რომელსაც საფრანგეთში "ქილერს" ეძახიან.პოლონელი თავდამსხმელი ფრანგული გუნდის მთავარი გამტანი ფიგურაა.მას მუხლის ტრავმა აწუხებდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.მეორე საკითხია, დააყენებს თუ არა მწვრთნელი იელენს სასტარტოში.
ირენეუს "ოსერის" რიგებში 123 დაპირისპირება აქვს გამართული და მის ანგარიშზე 44 გოლია.მიმდინარე სეზონში, ფეხბურთელმა მხოლოდ ორჯერ შეძლო თავის გამოჩენა.
"ოსერის" განაცხადი: რიოუ, სორინი, ენგბარტი, ბერტოდი, დუდკა, გრიჩტინგი, კოლიბალი, ბირსა, ჩაფნი, პედრეტი, დინგა, ტრაოერე, ლანგილი, კუერსია, იელენი, ოლიეჩი & კუონტუტი
- 27 სექტემბერი 2010
- 2 106
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.