"რეალის" სამ ფეხბურთელს რამადანის გადალახვა მოუწევთ
დღეს დაიწყება რამადანი კარიმ ბენზემას,ლასანა დიარას და მაჰადამუ დიარასთვის.ფეხბურთელებს მოუწევთ მკაცრად დაიცვან ამ დღესასწაულის წესები.კლუბს მოუწევს ზრუნვა იმაზე,რათა არ დაკარგონ ფეხბურთელებმა ფორმა.
ფეხბურთელებს მოუწევთ დაემორჩილონ მწვრთნელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.დღესასწაულის დღეებში ფეხბურთელებს მოუწევთ დიდი რაოდენობით წყლის დალევა.მედიკოსებმა შეიმუშავეს პროგრამა,რითაც დაეხმარებიან ფეხბურთელებს დაძლიონ ეს ეტაპი ადვილად.ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს სისუსტეები ფეხბურთელებში და შესაძლებელია ადვილად მიიღონ ტრავმები.
ჯერ არ დაწყებულა სეზონი,ასე,რომ ფეხბურთელებს ნაკლებად ექნებათ სამუშაო,ვიდრე გასულ წლებში.თვის დასაწყისში "რეალს" ელის სამი მატჩი:"დეპორტივოსთან","ხერესთან","ესპანიოლთან" და ერთი მატჩიც ჩემპიონთა ლიგაზე.ასევე ლასანა დიარას და ბენზემას ელის მატჩები საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში რუმინეთისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ.
ინფორმაციის წყარო:As.com
- 22 აგვისტო 2009
- 2 366
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.