ფრან გარსია:„ეს სულ სხვა გამოცდილება იყო“
„ზალცბურგთან“ შეხვედრაში ფრან გარსიამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ესპანელი ფეხბურთელი მეტად იყო ჩართული შეტევების ორგანიზიებაში.
„3-5-2 ტაქტიკა ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო, რომელმაც დიდი სიამოვნება მომანიჭა.“
„როდესაც იცის, რომ შენს უკან 3 ცენტრალური მცველია, უფრო თამამად მიდიხარ შეტევაში და ცდილობ, სიტუაციის გამწვავებას.“
„როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო და ვიმედოვნებ, რომ მსგავს სქემას ხშირად გამოვიყენებთ.“
„ვინისიუსი საოცარი ფეხბურთელია, როგორც ფლანგზე, ასევე მოედნის ცენტრში, მან კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რა შეუძლია და რამდენად საჭიროა გუნდისთვის.“
„ჰოისენი? ის ისე თამაშობს, თითქოს წლებია აქ არის. მიხარია, რომ დინს ამხელა პოტენციალი აქვს.“
„ტურინის „იუვენტუსთან“ შეხვედრა მარტივი არ იქნება, თუმცა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრებში მარტივი მეტოქე აღარ იარსებებს, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მეტი მზაობა და შემართება, რადგან საბოლოო მიზანს ფინალში გასვლა და გამარჯვება წარმოადგენს.“
- დღეს, 11:46
- 357
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.