კურტუა:„გუნდი ძალიან დინამიური იყო“
ტიბო კურტუამ „ზალცბურგთან“ შეხვედრა შეაფასა.
„0:3 გავიმარჯვეთ და მორიგი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. ჩვენ მომდევნო ეტაპზე სრულიად დამსახურებულად გავედით.“
„ახლა იწყება მატჩები, რომლის მოგებაც 2-ჯერ უფრო რთულია, ვიდრე ჯგუფურ ეტაპზე იყო. „იუვენტუსთან“ შეხვედრაში მაქსიმალური ყურადღება გვმართებს.“
„გუნდი ძალიან დინამიური იყო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ფეხბურთელები გადაღლილები არიან, თუმცა მაინც ახერხებენ ამდენ მოძრაობას. დარწმუნებული ვარ, ახალი სეზონიდან კიდევ უფრო სწრაფ და აგრესიულ სამეფო კლუბს იხილავთ.“
- 27 ივნისი 2025
- 262
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.