ტრენტი:„ადაპტაციას დრო სჭირდება, თუმცა ეს რთული არ იქნება“
ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა „ზალცბურგთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და გუნდმა მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.“
„მნიშვნელოვანია ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე დასრულება, ეს მეტ თავდაჯერებას მოგვცემს.“
„ადაპტაციის პროცესს დრო დასჭირდება, თუმცა ეს არ იქნება რთული.“
„ვულოცავ გონსალოს, ის ძალიან მოტივირებული ახალგაზრდაა და კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის კარი აღება.“
„ვინიმ აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო ჯილდო, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელს უკავშირდებოდა. ბრაზილიელი ძალიან აქტიური იყო და მთელი მატჩის განმავლობაში გუნდის სასარგებლოდ მოქმედებდა.“
„წინ „იუვენტუსია“, ეს გუნდი დიდ გამოცდილებას ფლობს და დარწმუნებული ვარ, დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს, თუმცა ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად.“
- 27 ივნისი 2025
- 408
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.