ალონსო:„მე ავირჩიე სათამაშო სისტემა, „რეალში“ დიდი გარდაქმნებია“

ჩაბი ალონსომ „ზალცბურგთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„თავგანწირვის გარეშე მატჩების მოგება სრულიად შეუძლებელია, სწორედ ამიტომ, ყველა ფეხბურთელი ვალდებულია, რაც შეიძლება ბევრი იმოძრაოს და იბრძოლოს ყველა ბურთისთვის.“

„ტურინის „იუვენტუსი“ ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც იცის, როგორ ეთამაშოს მაღალი კლასის მოწინააღმდეგეებს. ჩვენ გვიწევს სისტემური ცვლილებები მაშინ, როდესაც ძალიან მომთხოვნ ჩემპიონატზე გამოვდივართ, სწორედ ამიტომ, ურთულესია ყველა გეგმის მომენტალურად განხორციელება.“

„მე ახლა უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე პირველ ტურში და ეს ბევრს ნიშნავს, თუმცა არაერთი კომპონენტი გვაქვს გასაუმჯობესებელი და ამაზე ვმუშაობთ. მთავარია ყველა ფეხბურთელმა იცოდეს საკუთარი როლი.“

„მე უკვე ავირჩიე სათამაშო სისტემა, მაგრამ ხშირად მოქნილები უნდა ვიყოთ და ცვლილებებთან კარგი ადაპტაცია შევძელოთ. ამ შემთხვევაში 3-5-2 სქემა გვქონდა, სადაც დაცვის ფლანგებს გაცილებით მეტი დავალება მივეცი შეტევების ორგანიზების დროს, ამან თავის მხრივ, მეტი თავიფუსლება და ფანტაზიის უნარი მისცა არდა გიულერს და სხვებს.“

„ის, რაც ხდებოდა „ლევერკუზენში“, დარჩა გერმანიაში. ჩვენ ვართ სრულიად სხვა გუნდსა და გარემოში, სწორედ ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობის აღება გვმართებს. გუნდმა უნდა იპოვოს იდეალური მოქნილობა, ამისთვის კი ხშირად სისტემასაც შევცვლით.“

„გონსალო ხშირად მახსენებს რაულს, ის ძალიან კარგად ირჩევს პოზიციას და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც შესანიშნავია. ესპანელ ფეხბურთელს დიდი მომავალი აქვს,  ამაზე კამათიც არ ღირს.“

„აუცილებლად გამოსარჩევი და აღსანიშნავია ვინისიუს ჟუნიორის თამაში, ის ნამდვილი ვარსკვლავი და ლიდერი იყო, რომელმაც გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ბრაზილიელი ასევე ბოლომდე იხარჯებოდა დაცვაში და პრესინგზე ბევრს მოძრაობდა. მე მჭირდება სწორედ ასეთი ვინისიუსი, რომელიც მუდმივად მოძრაობს და გუნდის დინამიკას აუმჯობესებს.“

„მბაპეს დაბრუნების შემდეგ ვინისიუსს კონკრეტულ დავალებებს მივცემ, რომელიც ახალი იქნება. კილიანი ჩვენს შეტევას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და აგრესიულს გახდის.“

„გონსალოს აქამდეც ვიცნობდი და მის განვითარებას კასტილიაში ვაკვირდებოდი, ის ძალიან საინტერესო მოთამაშეა, რომელმაც იცის კართან ახლოს თამაში, ასევე აქვს შესანიშნავი პასი და დარტყმა, გარსიაზე უსასრულოდ შემიძლია საუბარი, ის ძალიან მოტივირებული მოთამაშეა.“

„რუდიგერი „ჩელსიში“ თამაშის დროს იდეალურად ერგებოდა 3 მცველიან ტაქტიკას და ეს მისთვის ახალი არ არის. არ ვამბობ, რომ 3 მცველზე გადავდივართ, თუმცა ამ ფორმაციას აუცილებლად უნდა განვითარება.“

„ენდრიკის აღდგენითი პროცესი გრძელდება. არ არის გამორიცხული, ბრაზილიელი შტატებში ჩამოვიდეს და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყოს, ის უკვე ეხება ბურთს.“

„ამერიკაში ბევრი ქომაგი გვყავს, „რეალი“ აქ ყოველწლიურად ჩამოდის და დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიხარია, რომ სტადიონებზე ჩემი ფეხბურთელების გამოცხადებას დიდი ოვაციებით ხვდებიან.“


1

Friday და 12:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 048

ალონსო მიდი რა  აამოძრავე ყველა თითოეული ფეხბურთელი  ისე რომ მაგათი გაჩერება არ იყოს. სტადიონზე.  სწრაფი თამაში და მეტი პრესინგი. ეს იგებს ეხლა თამაშებს. 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)