ვასკესი:„შეუძლებელია არ მოგწონდეს ჩაბი ალონსოს სტილი“

ლუკას ვასკესმა „ზალცბურგთან“ შეხვედრის წინ „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა.

„ჩვენ ფილადელფიაში 3 ქულისთვის მივდივართ. აუცილებელია გამარჯვება და პირველი ადგილის დაკავება, ვინაიდან გუნდს მსოფლიო საკლუბო მუნდიალის მოგება სურს.“

„შეუძლებელია არ მოგწონდეს ჩაბი ალონსოს სტილი, თუმცა აუცილებელია დროული ადაპტაცია და მისი რჩევების გაზიარება. დრო ფაქტობრივად არ გვაქვს, გუნდი მსოფლიო მუნდიალის შემდეგ დაისვენებს და ძალების აღდგენას შეეცდება, რის შემდეგაც, უფრო მეტად გაითავისებს იმ ინტენსივობას, რასაც ახალი მწვრთნელი ითხოვს.“

„წუწუნის დრო არ არის. ჩვენთვის ცხელა, მაგრამ სხვებისთვისაც ცხელა, შესაბამისად, პირობებზე საუბარს აზრი არ აქვს.“

„ვინისიუს ჟუნიორს უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ სრულფასოვნად ითამაშოს. კრიტიკა ბრაზილიელის მიმართ სრულიად უადგილოა.“

„ის, რომ ტრენტ ალექსანდერ არნოლდი „რეალში“ ძალიან წარმატებული იქნება, ალბათ არ იწვევს ეჭვს. ინგლისელს ზურგს უმაგრებს უდიდესი გამოცდილება და ტექნიკური არსენალი. მას წარმატებებს ვუსურვებ და მივიჩნევ, რომ საოცარი შენაძენია.“

„ანჩელოტის განსხვავებული მიდგომები ჰქონდა, ჩვენ კი ერთად 4 წელი ვიმუშავეთ. ბუნებრივია, ახლა მცირე დროა საჭირო იმისთვის, რომ ახალ მწვრთნელთან ყველაფერი გავიაზროთ. იტალიელმა ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ  მოიგო, ის ეპოქალური სპეციალისტია.“


1

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 68

ალბათ კონტრაქტის გაგრძელება უნდა და იმიტომ უტკბება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (313)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)