ალონსო:,,ვინი დიდი ძალაა, მისგან ბევრს ველით"

ჩაბი ალონსომ „ზალცბურგთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„როდრიგო კარგად ვარჯიშობს და ის, რომ წინა მატჩებში ბევრი დრო არ ჰქონია, არაფერს ცვლის. ბრაზილიელ ფეხბურთელზე დიდ გათვლას ვაკეთებ, ის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს.“

„ბრაჰიმი შესანიშნავად ფლობს ბურთს და არაპროგნოზირებადობით გამოირჩევა. მისი სისწრაფე ეფექტური იქნება, როგორც შეცვლებზე შემოსვლის დროს, ასევე სასტარტოში. მაროკოელს აქვს განსხვავებული სპეციფიკის მქონე მანევრი, რაც ძალიან საინტერესოა.“

„ჩვენ გვჭირდება გუნდი, რომელსაც ექნება ჯანსაღი კონკურენცია და ყველა ფეხბურთელი მიიღებს სათანადო დროს.“

„ჩვენ აუცილებლად დავძლევთ ჯგუფურ ეტაპს, შემდეგ რაუნდში კი კილიან მბაპე დაგვეხმარება. ფრანგმა სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მზად.  დარწმუნებული ვარ, წინახაზელის დაბრუნება, ჩვენს შეტევას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და სახიფათოს გახდის.“

„ფერლანდის გამოჯანმრთელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, კამავინგა კი დაბრუნებასთან ახლოს არის. მე ზუსტად ვიცი, როგორ გამოვიყენო ის ხარისხი, რომელიც ფრანგ ფეხბურთელს აქვს.“

„დინ ჰოისენი ნამდვილად არის ის ფეხბურთელი, რომელსაც შემიძლია დავეყრდნო. ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ როგორც ნაკრებში, ასევე საკლუბო დონეზე დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი გახლავთ.“

„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი არის ბრწყინვალე შესაძლებლობა იმისა, რომ ევროპული და არაევროპული კლუბები ერთმანეთს შეხვდნენ. ეს არის რადიკალურად განსხვავებული სტილის და საფეხბურთო კულტურის ტურნირი."


„მაქსიმალურად ვცდილობ, ჯუდ ბელინგემისგან საუკეთესო ხარისხი მივიღოთ, მე მას ნახევარდაცვაში ვხედავ და მივიჩნევ, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება შეუძლია. ჯუდი კარგად ურთიერთობს ბურთთან, აქვს შესანიშნავი დარტყმა, პასი  და სხვა კომპონენტები.“

„ვინისიუსი? ბრაზილიელის შესაძლებლობებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, ის კიდევ ბევრჯერ დაამტკიცებს, რა შეუძლია. არასდროს მითქვამს, მაგრამ გეტყვით, რომ ვინი ყველასგან გამორჩეულია, მას სულ სხვა თვისებები აქვს.““

„ჰინკაპი? ერთად კარგი დრო გავატარეთ, არაფერს ვიტყვი სატრანსფერო ინტერესებთან დაკავშირებით.“


1

Thursday და 14:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 15

გენაცვალე ჩამი 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (8)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)