ვინ მიდის „რეალიდან“? ჩაბი ალონსომ სია გააფართოვა

ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალს“ იმაზე მეტი ფეხბურთელი დატოვებს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

ის, რომ სულ მალე გუნდს ლეგენდარული ფიგურა, ლუკა მოდრიჩი დაემშვიდობება ახალი არ არის, მაგრამ ხორვატთან ერთად არაერთი ფეხბურთელი გამოემშვიდობება გუნდს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ხესუს ვალიეხომ „მერენგების“ შემადგენლობა უკვე დატოვა.

ლუკას და ვალიეხოს ემატება ლუკას ვასკესი, ასევე წასვლის კანდიდატები არიან ფერლან მენდი და დავიდ ალაბა.

არსებობს ვარაუდი იმისა, რომ გუნდი იჯარის წესით დატოვოს ენდრიკ ფელიპემ.

კიდევ უფრო გააქტიურდა საუბრები როდრიგო გოეშის წასვლასთან დაკავშირებით, რომლის სანაცვლოდაც ფლორენტინო პერესს 100 მილიონზე მეტის მიღება შეეძლება.

ჯერ-ჯერობით კვლავ ბუნდოვანია ფრან გარსიას და დანი სებალიოსის მადრიდული მომავალიც, თუმცა ეს სხვა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.

„მარკას“ ცნობით, ჩაბი ახალ ფეხბურთელებს შანსს აძლევს, ამისთვის კი 25 კაციან შემადგენლობაში მეტი ადგილი სჭირდება.

გუნდმა უკვე დაიმატა ტრენტი და ჰოისენი, მალე უნდა შედგეს ალვარო კარერასის ტრანსფერი, გარდა ამისა, გუნდს სურს გონსალო გარსიას მთავარ გუნდში დარეგისტრირება, ისევე როგორც ხოან მარტინესის და რაულ ასენსიოსი. პერესს ასევე დაგეგმილი აქვს 2 ახალი ფეხბურთელის დამატება, ეს კი საჭირო ადგილების გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მიუთითებს.


1

25 ივნისი 2025 19:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 867

ყველაფერში ვეთანხმები... ერთი კითხვის ნიშანი როდრიგოა, მაგრამ მირჩევნია წავიდეს და არდას მეტი დრო, პლიუს მასტანტუნიოს გუნდში მოსცვლა გამოგრჩა, ანალოგიურად მასაც მეტი დრო მიეცემა... არდას და მასტანტუნიოს შორის იქნება კონკურენცია, სავარაუდოდ ბელინგემის არ ყოფნაში არდას უკან დაწევს, მაგრამ ძალიან სახიფათოა, დამჭერი არ გვყავს ცენტრში ერთი კარგი ტრანფერი კიდე დასადებია მარტო დაცვა არაა საკმარისი, მოდრიჩი-კაზემირო-კროოსის ეპოქა დასრულა ბოლო-ბოლო...


2

25 ივნისი 2025 19:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 660

მენდი გასაშვებია, ფრანს დავტოვებდი სკამისთვის. ნაცევარდაცვაზე უნდა იზრუნონ, ვიღაც მოსაყვანია აუცილებლად, მაგრამ აზრზე არ ვარ ვინ. ზუბიმენდი და ვირცი იყვნენ ჩემი კანდიდატები და პერესმა ორივე დაიკიდა რატომღაც და სხვას დაუთმო. მე მუსიალა მომწონს მაგრად, მაგრამ მაგას იქედან არავინ გამოუშვებს. აზრზე არ ვარ ეხლა ვიზე შეიძლება იჩალიჩონ. 

რაც შეეხება მსოფლიოს, ბრაზილიური გუნდები მაგრად უბერავენ, მაგრამ მომწონს მაგათი თამაში და სიამოვნებით ვუყურებ. პალმეორასი, ფლუმინენსე, ფლამენგო, ბოტაფოგო. პირველი სამი პირველ ადგილზე გავა ჯგუფში ბოტაფოგომ თანაბარი ქულები დააგრობა და მეორეზე გავიდა. 


3

25 ივნისი 2025 21:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 108
25 ივნისი 2025 19:07, Rustaveli1990 says:

ყველაფერში ვეთანხმები... ერთი კითხვის ნიშანი როდრიგოა, მაგრამ მირჩევნია წავიდეს და არდას მეტი დრო, პლიუს მასტანტუნიოს გუნდში მოსცვლა გამოგრჩა, ანალოგიურად მასაც მეტი დრო მიეცემა... არდას და მასტანტუნიოს შორის იქნება კონკურენცია, სავარაუდოდ ბელინგემის არ ყოფნაში არდას უკან დაწევს, მაგრამ ძალიან სახიფათოა, დამჭერი არ გვყავს ცენტრში ერთი კარგი ტრანფერი კიდე დასადებია მარტო დაცვა არაა საკმარისი, მოდრიჩი-კაზემირო-კროოსის ეპოქა დასრულა ბოლო-ბოლო...

როდრიგოს ადგილი მარცხნივაა მანდ ვინ არის( ვინისიუსუ) არაბებზე თუ გავასაღებთ 300 მილიონად კარგი იქნება



4

26 ივნისი 2025 01:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 573

შეიძლება ვინი და ზოგზოგიერთები არ არიან ფორმაში მაგრამ უმადურ ადამიანზე სიდამპლე მეორე არ მეგულება.ამ ჩემს ფეხებს ვის ეწყინება და ვის მოხვდება უმადურ გულზე.ყველა ჩემს გულშია ვინც რეალში თამაშობს და ვერავის ვერ დავადებ ხელს რომ გაიყიდოს ძროხასავით.ნუ ფრანს არ ეხება მარტო:დდდ

რაც მოხდება მოხდება

ჰალა მადრიდ


5

26 ივნისი 2025 11:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 108
26 ივნისი 2025 01:09, profe says:

შეიძლება ვინი და ზოგზოგიერთები არ არიან ფორმაში მაგრამ უმადურ ადამიანზე სიდამპლე მეორე არ მეგულება.ამ ჩემს ფეხებს ვის ეწყინება და ვის მოხვდება უმადურ გულზე.ყველა ჩემს გულშია ვინც რეალში თამაშობს და ვერავის ვერ დავადებ ხელს რომ გაიყიდოს ძროხასავით.ნუ ფრანს არ ეხება მარტო:დდდ

რაც მოხდება მოხდება

ჰალა მადრიდ

როსის, რონალდუს, ბეილის, დიმარიას, კროოსის, პეპის, მქრსელოს კასილასის, ბენზემას,  უკვე მოდრიჩის, კაზემიროს იოზილის, კაკას და კიდებ ბევრის წასვლა გადავიტანეთ იმიტომ რომ ვინც არ უნდა წავიდეს და ვიმც არ უნდა მოვიდეს რეალი მაინც მეფეთ რჩება 

გეთანხმები ყველა ტოვებს რაღაც კვალს ჩვენს გულებში ჰაზარი რო ჰაზარია:) ისიც

მაგრამ როცა ჯერი ორ მარდიდელს შორის დგება ის უნდა ავირჩიოთ ვინც უფრო გამოსადეგი იქნება კომპრომისი ხანდახან აუცილებელია 

კიდევ გავიმეორებ თავში რომ დავწერე ამ ხალხს შეველიეთ და ვინისაც გადავიტანთ

ჰალამადრიდ!


6

26 ივნისი 2025 11:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 867

როდრიგო ვინიციუსზე მეტად მიყვარს თავისი მონდომებითა და დისციპლინიდან გამომდინარე, მაგრამ მარგი კოეფიციენტი ძალიან დაბალი აქვს, მარჯვენა ფლანგის შეტევა წლებია გასაძლიერებელია ხან ვასკესი იხო ხან ვალვერდე, ბეილის მერე ჩავარდნილია, როდრიგო დარწმუნებული ვარ არანაკლებ შედეგა დადება ვიდრე ვინიციუსი, მაგრამ როცა 3 ფეხბურთელი გყავს მარცხენა ვინგერად რთულია გადაწყვეტილების მიღება, ვინიციუსი ძალიან გააპიარეს თავიდანვე, ბევრჯერ დაიცვეს და შემადგენლობიდან ამოვარდნა კიარა შემცვლელიც არ ჰყავს ფაქტობრივადზ ბევრჯერ ავღნიშნე, რომ ასეთი დამოკიდულება არ შეიძლება, აი როგორი რეგრესი აქვს როდრიგოც კი ჯობია მარჯვენა ფლანგიდან... მაგრამ ამ მომენტში სამომაო პერსპექტივაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება როდრიგოს წაავლა ნიშნავს გიულერისა და მასტანტუნიოს მეტ დროს და როდრიგოში შემოსული თანხით ვიყიდით იდეალურ ნახევარმცველს!!!


7

26 ივნისი 2025 14:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 140
25 ივნისი 2025 19:07, Rustaveli1990 says:

ყველაფერში ვეთანხმები... ერთი კითხვის ნიშანი როდრიგოა, მაგრამ მირჩევნია წავიდეს და არდას მეტი დრო, პლიუს მასტანტუნიოს გუნდში მოსცვლა გამოგრჩა, ანალოგიურად მასაც მეტი დრო მიეცემა... არდას და მასტანტუნიოს შორის იქნება კონკურენცია, სავარაუდოდ ბელინგემის არ ყოფნაში არდას უკან დაწევს, მაგრამ ძალიან სახიფათოა, დამჭერი არ გვყავს ცენტრში ერთი კარგი ტრანფერი კიდე დასადებია მარტო დაცვა არაა საკმარისი, მოდრიჩი-კაზემირო-კროოსის ეპოქა დასრულა ბოლო-ბოლო...

სტილერი ან ენცო ფერნანდეში მოიყვანონ კაი იქნება

25 ივნისი 2025 21:50, Haladrid says:
25 ივნისი 2025 19:07, Rustaveli1990 says:

ყველაფერში ვეთანხმები... ერთი კითხვის ნიშანი როდრიგოა, მაგრამ მირჩევნია წავიდეს და არდას მეტი დრო, პლიუს მასტანტუნიოს გუნდში მოსცვლა გამოგრჩა, ანალოგიურად მასაც მეტი დრო მიეცემა... არდას და მასტანტუნიოს შორის იქნება კონკურენცია, სავარაუდოდ ბელინგემის არ ყოფნაში არდას უკან დაწევს, მაგრამ ძალიან სახიფათოა, დამჭერი არ გვყავს ცენტრში ერთი კარგი ტრანფერი კიდე დასადებია მარტო დაცვა არაა საკმარისი, მოდრიჩი-კაზემირო-კროოსის ეპოქა დასრულა ბოლო-ბოლო...

როდრიგოს ადგილი მარცხნივაა მანდ ვინ არის( ვინისიუსუ) არაბებზე თუ გავასაღებთ 300 მილიონად კარგი იქნება

რაის ვინია ძმა გასაშვები ხან ითამაშებს ხან ვერა ამ წელს ბაზარი არაა თითქმის აფერი უქნია მაგრამ ამ წელს მე ბალუნ დორის წაგებას ვაბრალი


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 10
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (190)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)