კილიან მბაპე „რეალში“ ახალი ნომრით ითამაშებს!
ესპანური გამოცემები დარწმუნებით იუწყებიან, რომ კილიან მბაპე „მერენგების“ ღირსებას ახალი სეზონიდან ახალი ნომრით დაიცავს.
ფრანგ ფეხბურთელს „ბლანკოსისთვის“ ახალი ნომერი არ უთხოვია და „9“-იანითაც კმაყოფილია, მაგრამ მადრიდში მიიჩნევენ, რომ ლუკა მოდრიჩის „10“-იანი სწორედ მას უნდა გადაეცეს.
ფრანგი ფეხბურთელისთვის ნომრის ცვლილება მარკეტინული ნაბიჯებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, სწორედ ამიტომ, ეს ცვლილება გარდაუვალია.
მას შემდეგ, რაც „მილანი“ ოფიციალურად გამოაცხადებს შეთანხმების შესახებ და მსოფლიო მუნდიალიც დასრულდება, მბაპე 10-იანი გახდება, რაც ასევე პირდაპირპროპორციულად იმოქმედებს მისი მაისურების გაყიდვების ზრდაზეც.
- 25 ივნისი 2025
- 2 294
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.