ფედე:,,ალონსომ დამატებითი თავდაჯერებულობა მომცა"

ფედერიკო ვალვერდემ „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან მორიგი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საინტერესო საკითხები მიმოიხილა.

„ჩვენ გვსურს, რომ „ზალცბურგთან“ შეხვედრაში ყველაზე მეტად ვაჩვენოთ ის, რასაც მთავარი მწვრთნელი ითხოვს. ერთიანობით და დიდი შემართებით ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, მომთხოვნი მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ გამარჯვება შეგვიძლია. აუცილებელია ახალწვეულებთან სწრაფი ადაპტირება და მათი სათამაშო სპეციფიკის გათავისება.“

„ტემპერატურა მართლაც მაღალია, მაგრამ „ზალბურგთან“ შეხვედრა ღამე გაიმართება, რაც ტემპერატურულ სხვაობას მოგცემს. თუ ჩვენთვის ცხელა, ასეა მეტოქისთვისაც, სწორედ ამიტომ, პირობებს უნდა მოვერგოთ და მაქსიმუმი გავიღოთ მაღალი დონის საჩვენებლად.“

„როდესაც შარლოტაში ჩამოვედით, საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენით. აქ „რეალი“ ძალიან უყვართ და ჩვენ ვალდებულები ვართ, ადგილობრივი გულშემატკივრები გავახაროთ.“

„„პაჩუკას“ წინააღმდეგ არაერთი გააზრებული კომბინაცია გავათამაშეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. გუნდი ცდილობს არაერთი ასპექტის დახვეწას.  ჩვენი მიზანი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებაა, ეს შედარებით შეცვლის სიტუაციას, რომელიც უტიტულო სეზონს უკავშირდება.“

„შრომა, მონდომება და წყურვილი არასდროს მაკლდა, მაგრამ რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო ჩაბი ალონსოს სიტყვები, მან უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი მიწოდა და ეს რა თქმა უნდა, სიამაყის მომგვრელია. მსურს, კიდევ უფრო მეტი პროგრესი ვაჩვენო და გუნდისთვის ყველა პოზიციაზე მნიშვნელოვანი როლი ვითამაშო.“

„ჩაბიმ ყველას დიდი თავდაჯერებულობა მისცა და ეს რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ესპანელი, როგორც ფეხბურთელი ესთეტიური და სანახაობრივი იყო, ზუსტად იგივეს თქმა შემიძლია მწვრთნელზეც. მას უყვარს კომბინაციები, ლამაზი გადაცემები და სისწრაფე.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (295)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)