ალონსოს ულტიმატუმი - თუ ამას არ გააკეთებთ, არ ითამაშებთ!
ესპანური გამოცემების ცნობით, ჩაბი ალონსოს „ზალცბურგთან“ მოსამზადებელი პირველი ვარჯიშის დროს, ფეხბურთელებთამ მკაცრი საუბარი ჰქონდა.
„მე მოვითხოვ მოძრაობას და თუ ამას არ გააკეთებთ, ესეიგი თამაში არ გსურთ, შესაბამისად, არ ითამაშებთ“ - ეს სიტყვები ესპანელ სპეციალისტს ეკუთვნის.
როგორც ჩანს, ჩაბი ამ ეტაპზე უკმაყოფილოა მოცემულობით, რომელიც ფეხბურთელების მოძრაობას ეხება.
ცნობილია, რომ ამ ეტაპისთვის ალონსოს ჰყავს სპეციალისტების 8 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ფეხბურთელების დინამიურ მოძრაობებს აფასებენ და სამოქმედო გეგმავს აყალიბებენ.
ალონსოს სურს, რომ ახალი სეზონის სტარტზე „რეალი“ იყოს ბევრად მოძრავი, აგრესიული და პრესინგზე ეფექტურად მოთამაშე გუნდი.
- 24 ივნისი 2025
- 3 146
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.