"ოსერი" "ლიონის" სარკეში იხედება
მიუხედავად იმისა, რომ "ოსერი" საფრანგეთის პირველ დივიზიონში მე-17 პოზიციას ებჭაუღება, მისი ფეხბურთელები ოპტიმისტურად უყურებენ "ბლანკოსთან" შეხვედრას.
ფერნანდეის დამოძღვრილებს იმედი აქვთ, რომ "ლიონის" კვლავს გაჰყვებიან და სამშაბათის მატჩში "რეალს" გაქანების საშუალებას არ მისცემენ.რასაკვირველია, "ოსერის" მოთამაშეები მაგალითის აღებას შეეცდბიან იმ "ლიონისაგან," რომელმაც "თეთრებთან" 6 პაექრობა გამართა და მარცხი არ უგემია.
აქვე შემოგთავაზებთ, "ოსერის" მცველის, ადამა კოულიბალის, ინტერვიუს "უეფას" ოფიციალურ ვებ-გვერდთან: "რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა "ლიონის" დაწყებული საქმის გაგრძელება.ჩვენი თანამემამულენი მართლაც რომ ბრწყინვალედ ასპარეზობდნენ ეპსანელების წინააღმდეგ.საფრანგეთში "რეალის" ძლევა შეგვიძლია, რამეთუ შინაურ კედლებში თამაშის დროს შენს მხარეს ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია.მაგალითად, სტადიონის მხარდაჭერა."
"გიგანტ გუნდებს გატანისათვის ბევრი შანსი არ სჭირდებათ.ამის ნათელი მაგალითია "მილანი."იტალიელებს წინა ტურის შეხვედრაში ერთი მომენტი ჰქონდათ და შედეგიანაც გამოიყენეს."
"გარკვეულწილად რონალდუს მეურვეობა მე მომიწევს.იმედია, დაკისრებულ მოვალეობას წარმატებუთ გავართმევ თავს.პორტუგალიელი ვარსკვლავის დაცვა არცთუ ისე ადვილი საქმეა, მაგრამ თანაგუნდელების მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს."
- 27 სექტემბერი 2010
- 1 864
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.