ალონსო:„გუნდი მენტალურად ძლიერდება“

„პაჩუკასთან“ გამარჯვების შემდეგ ჩაბი ალონსომ პრესკონფერენცია გამართა.

„ეს არის გამარჯვება, რომელმაც მენტალურად გაგვაძლიერა. ჩვენ ვიცოდით, რომ მთელი თამაში 10 ფეხბურთელით მოედანზე ყოფნა მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ მეტი კონცენტრაცია და ყურადღება გამოვიჩინეთ, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი იყო. ფეხბურთელები ეფექტურები იყვნენ, როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე. მივიჩნევ, რომ გუნდმა კარგი დისციპლინა და თავგანწირვა გამოიჩინა.“

„უპირველესყოვლისა, მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი 3 ქულა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო დამაჯერებელი გამარჯვება, კომბინაციური ფეხბურთის ჩვენება და სისწრაფეების განვითარება.“

„დაბალ ბლოკში თამაში ხშირად გვიწევდა, რადგან კაცნაკლულები ვიყავით, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლის სწრაფი და კომბიაციური შეტევების განხორციელებაში. ჩემი აზრით, 11 ფეხბურთელს გაცილებით მეტი აგრესია შეუძლია.“

„არაერთი იდეა გვაქვს შემუშავებული, რომელიც უნდა განვახორციელოთ და მჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. გარკვეულ კომპონენტებს აუცილებლად სჭირდება დრო.“

„სპორტული პროტოკოლის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. რასიზმი ჩვენთვის მიუღებელია და ამას ყოველთვის და ყველგან ვიტყვი.“

„ვალვერდეს გუნდში ყოლა დიდი ფუფუნებაა. მას აქვს საოცარი ფიზიკური მონაცემები და სტივენ ჯერარდს მაგონებს. მიხარია, რომ ურუგვაელს ასეთი შემართება აქვს.“

„მბაპეს დაბრუნებას ყველა მოუთმენლად ელის. მივიჩნევ, რომ  ფრანგი ჩვენს შეტევით პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.“

„ტაქტიკური კომპონენტი? მე ჩემი მიდგომები მაქვს. ანჩელოტის არ ვეთანხმები, როდესაც სხვა ხედვას მთავაზობს, კარლო არ მეთანხმება მე, როდესაც სხვა ხედვას ვთავაზობ. ეს ჩვეულებრივი მომენტია.“

„გონსალო? ის პერსპექტიული ახალგაზრდაა და უკვე მეორე მატჩია გვაოცებს. ესპანელს შეუძლია დიდი მიზნებისთვის ბრძოლა.“

„მოდრიჩი ლეგენდაა, მასზე უსასრულოდ შემიძლია საუბარი. ის არის ნამდვილი პროფესიონალი, რომელიც გადის მოედანზე და ყველას აოცებს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (281)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)