ბელინგემი:„ამ პოზიციაზე თამაში არ მსურს“
ჯუდ ბელინგემმა „პაჩუკასთან“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„კმაყოფილები ვართ, რადგან გავიმარჯვეთ. ჩვენ ვიცით, რომ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა ამისთვის მზად ვართ. პირველი ტაიმის პირველი ნაწილი ინერტული იყო, შემდეგ კი კარგი კომბინაციები გავითამაშეთ და შედეგიც სახეზეა. დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება დამატებითი მუხტის მომტანი იქნება.“
„მოედნიდან ასენსიო გააძევეს, რამაც ამოცანა გაართულა, თუმცა მაინც მოწოდების სიმაღლეზე ვიდექით. ერთმანეთთან კომუნიკაცია გვქონდა და პრობლემები დავძლიეთ. ეს ყველაფერი სწორმა ტაქტიკურმა მონახაზმა განაპირობა.“
„აუცილებლად ხაზგასასმელია ტიბო კურტუას თამაში, რომელმაც რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია.“
„ალონსო შესანიშნავი სპეციალისტია, ის ბევრს საუბრობს და მცირედ დეტალებსაც აკვირდება. როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში დიდი პროგრესი უნდა ვაჩვენოთ, ის ყველა რგოლს აქცევს ყურადღებას.“
„ფიზიოთერაპევტვები ბევრს მუშაობენ, მაგრამ უკვე დავიღალე და ვთვლი, რომ ოპერაცია გარდაუვალია. როდესაც აქ გამოსვლას დავასრულებთ, აუცილებლად დამჭირდება ქირურგიული ჩარევა და ამით მხრის პრობლემას მოვაგვარებ. არ მჭირდება დამატებითი ატრიბუტიკა, ახალი სეზონიდან ჯანმრთელად ვიქნები.“
„ცრუ ცხრიანზე თამაში? ეს არ არის ჩემი პოზიცია და რა თქმა უნდა, არ მსურს, რომ იქ ვითამაშო. ჩაბის სულ სხვა ხედვები აქვს.“
„არ ვიცი, რა პოზიციაზე ვითამაშებ, მაგრამ მიყვარს წინ თამაში და გოლების გატანა. ჩაბი იდეალურ გამოსავალს იპოვის, ამაში დარწმუნებული ვარ. მთავარია, მოედანზე თავისუფლება მქონდეს და ბურთს ხშირად შევეხო.“
- დღეს, 10:59
- 1 158
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.