ვალენსიელი მცველი „რეალის“ რადარზეა

კოლუმბიური ფესვების მქონე ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც „ვალენსიას“ მთავარ გუნდში ფეხი კარგად მოიკიდა, ჩაბი ალონსოს ინტერესის არეალშია.

საქმე ეხება კრისტიან მოსკერას, რომელიც „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრია.

მოსკერა სულ რაღაც 20 წლის არის და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ის საკმაოდ სწრაფი, დინამიური და მაღალ ბურთებზე ეფექტურად მოთამაშე ცენტრალური მცველია.

მოსკერას სიმაღლე 191 სანტიმეტრია, ის ფიზიკურადაც საკმაოდ დიდ პროგრესს აჩვენებს.

ამ სეზონში კრისტიანის ანგარისზე ლა ლიგის 38 დაპირისპირებიდან 37-ია, ის ფიზიკურ დატვირთვებსაც კარგად უძლებს.

მოსკერას „ვალენსიასთან“ არსებული ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისს ეწურება, რაც მოლაპარაკებებს კიდევ უფრო ამარტივებს.

ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალი“ აღნიშნული ფეხბურთელის მიმართ მეტ აქტივობას გეგმავს.

ასევე აღსანიშნავია, რომ მოსკერას მიმართ ინტერესი მადრიდის „ატლეტიკოსაც“ აქვს. დიეგო სიმეონე „ვალენსიას“ უკანახაზელის თაყვანისმცემელია.


1

23 ივნისი 2025 10:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 113

მოვიყვანოთ, ალაბა გასაყიდია და იდგება ხოლმე. რუდიგერიც ასაკშია და ექნება დრო. ეს კარერასი რა გახდა რო ვერადავერ მოიყვანეს, წინაც დასალაგებელია ხალხი და გასაყიდები გავუშვათ მალე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ალვარო გარსია 1
2 იამალი 1
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (206)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)