300 მილიონი ჯუდ ბელინგემისთვის - „რეალმა“ კოლოსალური შეთავაზება მიიღო!
საუდის არაბეთი კვლავ ასპარეზზე გამოდის.
როგორც ჩანს, ვინისიუს ჟუნიორის ირგვლივ დაწყნარებული სიტუაციის შემდეგ, ასპარეზზე ჯუდ ბელინგემი გამოდის.
ესპანური გამოცემების ცნობით, საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბი 300 მილიონ ევროს იხდის ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ.
თავად ინგლისელს ევროპის საზღვრების დატოვების პერსპექტივა არ ხიბლავს, სწორედ აქედან გამომდინარე, ტრანსფერის ალბათობა მინიმალურია, თუმცა ფაქტია, რომ შემოთავაზებული თანხა ნამდვილად მიმზიდველია.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ჯუდს საოცნებო პირად კონტრაქტსაც სთავაზობენ, სადაც მისი ხელფასი მადრიდულ სარგოზე 7-ჯერ მეტი იქნება.
- დღეს, 16:48
- 718
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.