კარერასი დღეებს ითვლის

ალვარო კარერასი „ბენფიკაში“ ბედნიერი აღარ არის და დღეებს ითვლის. ესპანელ ფეხბურთელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დროულად დასრულება სურს.

ფაქტია, რომ ალვაროს ოცნება მადრიდის „რეალში“ გადასვლაა. ჯერ კიდევ 2 კვირის წინ იწერებოდა, რომ „რეალთან“ ყველა დეტალი შეთანხმებულია, მაგრამ სიტუაციას „ბენფიკას“ ხელმძღვანელობა ართულებს.„

„მარკას“ ცნობით, ამ ტრანსფერს წინ ვერაფერი დაუდგება და კარერასი კარიერას აუცილებლად გააგრძელებს ალონსოს გუნდში.

თავის მხრივ, მადრიდულ გრანდში ალვაროს სერიოზულ საჭიროებას ხედავენ და მიიჩნევენ, რომ დაცვის მარცხენა ფლანგის პრობლემას „ბენფიკას“ მოთამაშე მოაგვარებს.

სხვადასხვა სოციალური ქსელის გვერდებზე ალვაროსთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციაა - ის მალე მადრიდელი გახდება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (269)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)