ფედე ვალვერდე:„მისი თამაში მაოცებს“
ფედერიკო ვალვერდემ ახალი თანაგუნდელი შეაფასა.
„ჩვენ ახლა გაცნობის პროცესში ვართ, მაგრამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მატჩები დაგვეხმარება სწრაფ შეთამაშებასა და ტაქტიკურ გარდაქმნაში.“
„ტრენტი საოცარი ფეხბურთელია, გამაოცა. შემიძლია დაფისახელოთ 4 პოზიცია, რომელზეც მას ასპარეზობა შეუძლია.“
„დიდი სისწრაფისა და ტექნიკური შესაძლებლობების ფონზე, ის გუნდს ყველა რგოლში დაეხმარება. მიხარია, რომ ინგლისელი ბერნაბეუზე იასპარეზებს.“
„„პაჩუკა“? ამ გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობის გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს. ვიმედოვნებ, გავიმარჯვებთ და 3 ქულას ჩავიწერთ აქტივში.“
„ტრავმირებულ მოთამაშეებს დროულ დაბრუნებას ვუსურვებ, მათი რესურსი უმნიშვნელოვანესია.“
- დღეს, 12:08
- 574
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.