ალონსო:„ტაქტიკური ცვლილებებისთვის დრო გვჭირდება“

ჩაბი ალონსომ „პაჩუკასთან“ მატჩის წინ ვრცელი პრესკონფერენცია გამართა და აბსოლუტურად ყველა დეტალს შეეხო.

„პირველ რიგში მსურს, მივულოცე რეალ „ოვიედოს“ ლა ლიგაში დაწინაურება. იქაური ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გული მწყდება, რომ „მირანდესმა“ წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა ეს გუნდი მომავალში აუცილებლად იბრძოლებს.“

„შეიძლება ბევრი ადამიანი მოგწონდეს, მაგრამ შენ უნდა გქონდეს შენი პიროვნება. მე არავის მსგავსი მწვრთნელი არ ვარ. არაერთი სპეციალისტისგან მიმიღია რჩევები, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ შევქმნა საკუთარი ელფერი.“

„ტაქტიკური მონახაზები? ამ ეტაპზე ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ „რეალი“ გარდავქმნა და სხვა სტილის გუნდად ვაქციო. ამისთვის დრო მჭირდება. რა თქმა უნდა, ყოველი კვირა პროდუქტიული იქნება, ზაფხულშ ბევრს ვიმუშავებ.“

„ტრენტი მრავალმხრივი ფეხბურთელია, მას შეუძლია როგორც შემტევობა, ასევე უკან კარგი თამაში, ნახევარმცველების დახმარება, სტანდარტების შესრულება და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინგლისელი ფეხბურთელი კარგად ადაპტირდეს, ის დიდ დახმარებას გაგვიწევს, რადგან უმაღლესი კლასის ფიგურაა.“

„ორელიან ჩუამენის ვენდობი, ის ჩამშლელი ნახევარმცველია და სწორედ ამ პოზიციაზე უნდა ეცადოს გაუმჯობესებას.“

„ჩვენ გვაქვს გარკვეული პრიორიტეტული პუნქტები, რომელსაც ტაქტიკურ მონახაზებში ვითვალისწინებთ. გუნდი აუცილებლად აჩვენებს პროგრესს.“

„დანიზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. სებალიოსი ჭკვიანი ნახევარმცველია და აუცილებლად მიიღებს სათამაშო დროს. დარწმუნებული ვარ, სება იქნება კიდევ უფრო პროდუქტიული და კრეატიული.“

„„პაჩუკა“ დინამიური გუნდია, რამდენიმე თამაშს ვუყურე და მივხვდი, რა სტილში თამაშობს მათი მწვრთნელი.“

„არდა გიულერი განსაკუთრებული მოთამაშეა და იმ ფეხბურთელთა სიას მიეკუთვნება, რომლებმაც ხშირად უნდა მიიღონ ბურთი. არდა ბურთის ძალიან სახიფათოა და კრეატივის შექმნა შეუძლია.“

„პენალტების შემსრულებლებზე ჯერ ვერაფერს გეტყვი, გადაწყვეტილებას მომავალი სეზონისთვის მივიღებ.“

„რუდიგერის ოპერაციის შემდეგ უკვე დიდი დრო გავიდა და გერმანელი მოთამაშე ბრუნდება. მნიშვნელოვანია ანტონიოს როლი, მას საოცარი ფიზიკური მონაცემები აქვს. სხვა ტრავმირებულები? აღდგენითი პროცესი გრძელდება.“

„ნახევარდაცვის ეფექტური თამაში პრიორიტეტულია, მე ნახევარმცველი ვიყავი და კარგად მესმის, რამხელა როლი აქვს შუა ხაზს, მატჩების წარმართვაში.“

„შფოთვა პირველი თამაშის შემდეგ? არა, ახლა ნერვიულობის დრო არ არის. ჩვენ მხოლოდ გაუმჯობესების სურვილი გვაქვს. ბევრი რამ გავაანალიზეთ და მივხვდით, რომ მუშაობა შედეგებს მოიტანს.“

„გონსალო კარგი თავდამსხმელია, რომელსაც გოლის ინსტიქტი აქვს. ვფიქრობ, ესპანელ ფეხბურთელს ნამდვილად უნდა ჰქონდეს პერსპექტივა, რომელიც მთავარ გუნდში მოხვედრას უკავშირდება.“

„კილიან მბაპე „პაჩუკასთან“ ვერ დაგვეხმარება. მის დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ვაკვირდებით ყოველდღიურ პროგრესს. ვნახოთ, იქნება თუ არა ის ხელმისაწვდომი „ზალცბურგის“ წინააღმდეგ.“

„ფრანგს უკვე ვუთხარი, რომ მოედანზე იქამდე არ გავიყვან, სანამ 100%-ით მზად არ იქნება.“

„ახლა ტრანსფერებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული. ვფიქრობ, ამაზე საუბრის და ანალიზის დრო მომავალში გვექნება. პრე-სეზონს „რეალი“ კიდევ უფრო ძლიერი შეხვდება.“

„არ ვფიქრობ, რომ ვინისიუს ჟუნიორს რამე აქვს დასამტკიცებელი, ის კვლავ იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ძალიან ბევრს მოუტანს გუნდს. ბრაზილიელი სისწრაფე, ტექნიკური მონაცემები და შემართება უმნიშვნელოვანესია. ახალ სეზონში, ვინიმ აუცილებლად უნდა აჩვენოს ყველას, რომ უმაღლესი კლასის შემსრულებელია.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (269)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)