ჩუამენი:„ალონსო ნახევარმცველად მხედავს და ეს ძალიან მახარებს“
ორელიან ჩუამენიმ „პაჩუკასთან“ მატჩის წინ გუნდში არსებული ვითარება მიმოიხილა.
„ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს. გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, ტემპი გააუმჯობესოს და მექსიკურ კლუბთან უკეთესი ფეხბურთი ითამაშოს.“
„რა თქმა უნდა, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ნახევარდაცვაში თამაში, რადგან ნახევარმცველი ვარ. ალონსოსთან ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია, ის სწორედ ჩემს პოზიციაზე მხედავს, მაგრამ როდესაც გუნდს დასჭირდება, რა თქმა უნდა, დავიხევ უკან და ვიქნები ცენტრალური მცველი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუნდის დაცვაში რესურსი იზრდება და აღარ მგონია, ჩემი საჭიროება დადგეს.“
„ყველას სურს და ოცნებობს მადრიდის „რეალში“ თამაშზე. მასტანტუონოს წარმატებებს ვუსურვებ და მივიჩნევ, რომ მას ესპანეთის დედაქალაქში ცხოვრება არ გაუჭირდება.“
„ჰოისენი შესანიშნავი ახალგაზრდაა, ის დამაჯერებლად გამოდის.“
- გუშინ, 11:21
- 622
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.