კამავინგა 100 მილიონად გაიყიდება?

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ედუარდო კამავინგასთან დაკავშირებით 100 მილიონიანი წინადადება მიიღო.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი კლუბი აპირებს ედუარდოს სანაცვლოდ 100 მილიონის გადახდას, მაგრამ არსებული ვარაუდებით, ინტერესი საუდის არაბეთიდან მოდის.

გამომდინარე იქედან, რომ ჩაბი ალონსო ნახევარმცველებს ეძებს, ამ ეტაპისთვის კამას გაშვებაზე საუბარი ალბათ ზედმეტია, მაგრამ თუ „რეალი“ ახალ ნახევარმცველს მოიყვანს, შესაძლოა ამ წინადადებაზე მართლაც დაფიქრდეს.

ედუარდოს რეპუტაცია ამ სეზონში ტრავმებმა შედარებით შეარყია, ვინაიდან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მომენტში გამოაკლდა გუნდს.

მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, ფრანგი ნახევარმცველი „მერენგების“ სადარაჯოზე 2029 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს.

22 წლის ფეხბურთელი „რეალს“ 2021 წელს შეუერთდა და მას შემდეგ საკმაოდ წარმატებული ეპოქა ჰქონდა. მან უკვე 2-ჯერ მოასწრო ჩემპიონთა ლიგის მოგება.


1

20 ივნისი 2025 12:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 298

საუდის არაბეთში ახალგაზრდა კამავინგა ცოდოა, არამგონია წავიდეს, სწრაფი ფეხბურთელია ალონსოს ტაქრტიკას წესით უნდა მოერგოს, მაგრამ ტრამვებისკენ არის მიდრეკილი სამწუხაროდ... გააჩნია ვის მოიყვანენ...

-----------------------
Hala Madrid! White heart!

2

20 ივნისი 2025 21:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 381

მეორე ბეილი გახდა კამა და თუ ასე გააგრძელებს ტრამვიანობას,ჯობია გაყიდონ.


3

21 ივნისი 2025 02:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 603

პირველი სეზონი ყველაზე კარგი ჰქონდა იმის მერე სულ უკან მიდის


4

21 ივნისი 2025 14:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 723

კამას ხელი არ დაედოს


5

22 ივნისი 2025 04:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 133

ერთი კამავინგა უეჭველი უნდა რეალს ნახევარ მცველი საყრდენი და მარცხენა მცველი ეს რაც ვიცით და უთამაშია და რაც არ უსინჯავს ;)

ერთ ერთი ყვრლაზე უნივერსალია ტრამვრბი კი მაგრამ მანდაც შეიცვალა რაღაცეები 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 0
2 იამალი 0
3 ვინისიუსი 0
4 რაფინია 0

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (194)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)