მარსელო: "შედეგიც მალე მოვა"
"რეალის" ბრაზილიელმა მცველმა, მარსელომ, "ას"-თან და "მარკასთან" ჩაწერა ინტერვიუ.
"გასულ სეზონთან შედარებით, დაცვაში მკვეთრად გამოსწორდა სიტუაცია.ჩვენ ნებისმიერი თამაშის მოგებისთვის ვიბრძვით.სამწუხაროდ, "ლევანტეს" წინააღმდეგ ეს არ გამოგვივიდა, მაგრამ მაიუხედავად ამისა, გუნდი ბოლო წუთამდე იბრძოდა 3 ქულის მოსაპოვებლად."
"ვგონებ, გუნდი კარგად მუშაობს და ამას მალე შედეგიც მოჰყვება.არსებობს ასპექტები, რომელიც უნდა გავაუმჯობესოთ.მინდა გითხრათ, რომ ჩვენი თამაშის სტილი იგივე დარჩება."
"ვფიქრობ, ამ ეტაპზე მხოლოდ გოლის გატანში გვაქვს სირთულეები, მაგრამ ეს კომპონენტიც მალე შეიცვლება.საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება.გუნდში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შეტევაში უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ."
- 27 სექტემბერი 2010
- 1 714
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.