ალონსო:,,გუნდი მოუმატებს"

ჩაბი ალონსომ „ალ ჰილალთან“ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„რა თქმა უნდა, რთული მატჩი იყო. „ალ ჰილალი“ საკმაოდ მწყობრი გუნდია, რომელსაც სიმონე ინძაგის სახით შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს.“

„მივიჩნევ, რომ ბევრ კომპონენტს დახვეწა სჭირდება, ამისთვის კი გარკვეული დრო აუცილებელი იქნება.“

„პირველ ტაიმში ბევრი ხარვეზი გვქონდა, მეორეში სიტუაცია შედარებით შევცვლეთ, მაგრამ ეს არ იყო იდეალური მატჩი. ჩვენ გვჭირდება მეტი ბალანსი, სისწრაფე და ტაქტიკური განსწავლულობა.“

„მოხარული ვარ, როგორც ტრენტ ალექსანდერ არნოლდის, ასევე დინ ჰოისენის დებიუტით. ორივე მოთამაშე სასარგებლო საქმეს აკეთებს და ჩვენ ისინი გამოგვადგებიან.“

„რაულ ასენსიო 100%-ით მზად არ იყო, მას სჭირდებოდა ანტიბიოტიკოთერაპია, რის გამოც, მცირე დისკომფორტი ჰქონდა. ესპანელი აუცილებლად მოუმატებს.“

„ამ ეტაპზე დაცვის ცენტრში პრობლემები გვაქვს, მაგრამ ტრავმირებულები მალე დაბრუნდებიან და ყველაფერი შეიცვლება. მე მსურს, რაც შეიძლება დიდი რესურსის ქონა, ვინაიდან არაერთ ტურნირზე გამოვდივართ.“

„მბაპეს ტემპერატურა აღენიშნება. არ ვიცი, მზად იქნება თუ არა მეორე ტურისთვის. ის მკურნალობის პროცესშია.“

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ფრანკო მასტანტუონომ მარტივად გაიაროს ადაპტაცია, არგენტინელ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ვამყარებ.“

„სიმონე ინძაგიმ საინტერესო სისტემა შემოგვთავაზა. ის სულ ახლახანს დაინიშნა ახალ გუნდში, მაგრამ ფაქტია, რომ საკუთარი იდეები უკვე განახორციელა. იტალიელს წარმატებებს ვუსურვებ.“

„არ ვფიქრობ, რომ ახლა ნერვიულობის დროა. გუნდმა ცოტა ხნის წინ განაახლა ვარჯიში, ჩვენ ვეცდებით, რომ მომდევნო 2 ტურში დადებითი შედეგები ვაჩვენოთ, ფეხბურთელები თავიდან ბოლომდე პროგრესზე არიან კონცენტრირებულები.“

„გასახდეში ვინისიუსს ვუთხარი, რომ მისგან მეტს ველი. შიდა საუბრებზე ყურადღებას არ გავამახვილებთ, ეს ჩემსა და ფეხბურთელებს შორის უნდა დარჩეს. ბრაზილიელმა ოქროს ბურთი უნდა მოიგოს, მას აქვს ამის პერსპექტივა.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (8)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)