ალონსო:„მე მსურს ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება და ისე გამარჯვება“
„ჩვენ ხშირად ევროპულ გუნდებთან შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულები, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი კი ყველა კონტინენტს აერთიანებს, რაც ძალიან მიმზიდველი იქნება. ჩვენი მეტოქე საუდის არაბეთის გუნდია, შემდეგ მექსიკის გუნდს ვხვდებით. ვფიქრობ, გულშემატკივრებისთვის საინტერესო უნდა იყოს სხვადასხვა სტილის მქონე გუნდების დაპირისპირება.“
„„რეალს“ კარგი თვითშეფასება აქვს. გასული სეზონი წარმატებული არ იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდს მსოფლიო მუნდიალის მოგება არ შეუძლია. პირველიდან ბოლო მატჩის ჩათვლით მოწოდების სიმაღლეზე დგომას ვგეგმავთ.“
„არ ვიცი რა არის ამაზე დიდი ემოცია. მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მწვრთნელი ვარ. პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. მსურს, რომ გამარჯვებას მივაღწიო და ეს ყველაფერი ხარისხიანი ფეხბურთის ფონზე მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემმა გუნდმა ითამაშოს, სწრაფი, გააზრებული და სანახაობრივი ფეხბურთი.“
„მბაპე არ არის ტიპიური „9“-იანი, მაგრამ ცენტრ-ფორვარდივით ბევრი გოლის გატანა შეუძლია. მაქსიმუმს გავაკეთებთ ფრანგისგან კიდევ უფრო ეფექტური შედეგების მისაღებად, მისი გუნდში ყოლა დიდი კომფორტია.“
„ვინისიუსთან პირველი კონტაქტიც საკმარისი იყო. ზუსტად 10 წამში მივხვდი, რომ ის ძალიან გულიანი, ემოციური და შემართული ფეხბურთელია. ბრაზილიელი კიდევ მოუმატებს, ეს არ არის მისი მაქსიმუმი.“
„ვინი საუდის არაბეთში? სანამ მე „რეალის“ მწვრთნელი ვიქნები, ბრაზილიელი არსად წავა.“
„კარვახალისა და ტრენტ ალექსანდერ არნოლდის გუნდში ყოფნა ნებისმიერი მწვრთნელისთვის პრივილეგიაა. ტრენტის გამოყენება სხვა პოზიციებზეც შეიძლება, დანი კი მარჯვენა მცველია, რომელიც მალე დაუბრუნდება საუკეთესო კონდიციას. ორივეზე გავაკეთებ არჩევანს და ვეცდები, რომ მათი გამოყენება სწორედ მოხდეს.“
„ადაპტაციის პროცესი არავისთვის არის მარტივი და გამონაკლისი, არც არდა გიულერი და ენდრიკი ყოფილან. მათ უკვე იციან მადრიდული ცხოვრების შესახებ.“
„„რივერ პლეიტმა“ საკმაოდ კარგი თამაში ჩაატარა. მასტანტუონოს წარმატებებს ვუსურვებ და მივიჩნევ, რომ მას დიდი მომავალი აქვს.“
„ჩვენ გვაქვს იმის პრივილეგია, რომ მომდევნო 3-4 კვირის განმავლობაში ლუკა მოდრიჩთან ერთად ვიმუშავოთ. ის არის ნამდვილი ლეგენდა. როდესაც ხორვატი ბურთს ეხება, ყოველთვის იქმნება გარკვეული მოლოდინი.“
„ჯუდ ბელინგემი იდეალურ პოზიციას იპოვის, მას აქვს საოცარი ბურთის ფლობას, ხედვა, მანევრი და სხვა თვისებები. ჩვენ ინგლისელისგან კიდევ უფრო მეტს ველით და გვჯერა, რომ ახალ სეზონში კიდევ უფრო ეფექტური იქნება.“
„როდრიგო კარგად ვარჯიშობს, ბრაზილიელი ფიზიკურ კონდიციებს დიდ დროს უთმობს და ეს მნიშვნელოვანია.“
„სებალიოსი? ესპანელი მრავალმხრივია, მან იცის, როგორ იმოქმედოს კონკრეტულ სიტუაციაში. მიმაჩნია, რომ დანის გუნდის დახმარება შეუძლია.“
„ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. „რეალის“ რესურსი ეტაპობრივად შეივსება.“
- დღეს, 18:55
- 788
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.