სებალიოსი;„ალონსო „რეალს“ სხვა სიმაღლეზე აიყვანს“
დანი სებალიოსმა დღევანდელი ვარჯიშის წინ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
„ფაქტია, რომ ჩაბი ალონსოს განსხვავებული მიდგომები აქვს. ის ითხოვს ბევრ მოძრაობას, პრესინგს, ბურთისთვის ბრძოლას, სივრცეების ჩაკეტვას და რაც შეიძლება მეტი დროის გატარებას ბურთით.“
„ჩაბი მადრიდის „რეალს“ სხვა სიმაღლეზე აიყვანს. გუნდში ნამდვილად არის რესურსი, რომლის სრულად გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ ბევრ ტიტულს მოვიგებთ.“
„ახალი გამოწვევა ყველასთვის საინტერესოა. მოუთმენლად ველით პირველი ტურის ჩატარებას და მსოფლიო მუნდიალზე მოწოდების სიმაღლეზე დგომა გვსურს.“
„დინმა ესპანური შესანიშნავად იცის და კონუნიკაციის პრობლემა არ აქვს, ის კარგად ადაპტირდება. ტრენტი? ის საოცარი შენაძენია, ინგლისელმა ყველას აჩვენა, რა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრს შევძლებთ და ეს ტრანსფერები შედეგებს მოიტანს.“
„ამერიკაში „რეალს“ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ჩვენ შეჩვეულები ვართ ყურადღების ცენტრში ყოფნას, მათთან შეხვედრა სასიამოვნოა.“
- დღეს, 18:55
- 155
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.