ალექსანდერ არნოლდი:„ჩაბი თვისობრივად სხვა ფეხბურთს გვთავაზობს“

ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა შეერთებულ შტატებში „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა.

„ვტკბები ცვლილებებით და მჯერა, რომ მადრიდის „რეალი“ ახალ სეზონში ძალიან ხარისხიან, სწრაფ და დინამიურ ფეხბურთს ითამაშებს. ჩაბი ალონსოს აქვს განსხვავებული ხედვა, რასთანაც ადაპტაცია უნდა გავიარო, თუმცა არ მივიჩნევ, რომ აქ რამე პრობლემაა.“

„უზომოდ მადლიერი ვარ ყველა თანაგუნდელის, თავს უცხოდ არ ვგრძნობ, კარგად მიმიღეს და ყველაფერში მეხმარებიან. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.“

„ესპანურ ენას კარგად არ ვფლობ, მაგრამ თანაგუნდელებთან საუბარი შემიძლია. როდესაც საქმე ეხება ტაქტიკურ მონახაზებს და რთულ სიტყვებს, ვცდილობ ინგლისურად გავიგო და ამაში ჯუდ ბელინგემიც მეხმარება. ვარჯიში მეტწილად ესპანურ ენაზე მიმდინარეობს, რადგან აქ ფაქტობრივად ყველამ იცის ესპანური. ვეცდები, მალე გავუმჯობესდე და ენის ბარიერი არ მქონდეს, თუმცა როგორც უკვე გითხარით, საკომუნიკაციო დონეზე არანაირი პრობლემა არ მაქვს.“

„ყველა ცდილობს აითვისოს ახალი ინფორმაცია. მე ახალი ვარ, მაგრამ ჩაბიც ახალია და გუნდში ზოგადად სიახლეებია დანერგილი, ამ ყველაფრის განხორცილებას გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება.“

„გუნდში გადმოსვლიდან მალევე გამოვემგზავრეთ შეერთებულ შტატებში. ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ ფეხბურთელებთან უფრო ღრმა ურთიერთობაში ვიყო. მივიჩნევ, რომ ყველაფერი სწრაფად და პროდუქტიულად ვითარდება.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (8)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)