გიოკერეშის „რეალში“ ტრანსფერი არ შედგება!
ვიქტორ გიოკერეშის შესაძლებლობებში მადრიდის „რეალი“ დარწმუნებულია, მაგრამ ფლორენტინო პერესი მის დამატებას არ აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ „სპორტინგის“ წინახაზელის დამატება სავსებით შესაძლებელია, პერესი ეძებს ხოსელუს სტილის ფორვარდს, რომლის ტრანსფერი არც ძვირი დაჯდება და გუნდი მასზე მხოლოდ მოკლევადიან გათვლას გააკეთებს.
გიოკერეშის სტილის წინახაზელი გუნდში აუცილებლად მოითხოვს მუდმივ სათამაშო დროს, აქ კი გათვლა ვინისიუსზე, როდრიგოზე, მბაპესა და მასტანტუონოზე უნდა გაკეთდეს.
„მარკას“ ცნობით, ვიქტორის ბერნაბეუზე თამაში ფაქტობრივად გამორიცხულია და კომუნიკაციაც უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს.
- დღეს, 12:25
- 704
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.