საბოლოო შეთავაზება ფლორიან ვირცს!
ფლორენტინო პერესმა ახალი წინადადება წამოჭრა. თუ ფლორიან ვირცს მადრიდის „რეალში“ თამაში სურს, ამ წინადადებას უნდა დათანხმდეს.
„რეალი“ მზად არის, გერმანელ ფეხბურთელს 6 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, სადაც ხელფასიც განსხვავებული იქნება.
კონტრაქტის პირველ 2 წელიწადში ვირცი 8 მილიონ ევროს მიიღებს, მომდევნო 2 წელიწადში 9.5 მილიონს, ხოლო დასკვნით 2 წელიწადში 12 მილიონს.
ფლორენტინო სახელფასო პოლიტიკას არ ცვლის, თუმცა ვირცისთვის ბრძოლაში მაინც ერთვება.
ასევე ცნობილი ხდება, რომ „რეალის“ მაქსიმალური შეთავაზება „ლევერკუზენისთვის“ 100 მილიონი ევრო იქნება.
იმ ფონზე, რომ ვირცი ყველაზე ახლოს „ლივერპულთან“ არის, „ბლანკოსის“ შანსები მცირდება, თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია ჩაბი ალონსოს ფაქტორი, რომელსაც გერმანელი ახალგაზრდა დიდ პატივს სცემს.
- დღეს, 11:16
- 1 033
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.