ნიკო ერთი წლით „კომოში“ დარჩება
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ „კომოს“ აცნობა, რომ ნიკო ფასს ამ ზაფხულს არ დაიბრუნებს.
სესკ ფაბრეგასის გუნდს უკვე შეუძლია, რომ არგენტინელ ფეხბურთელზე ახალ სეზონში გათვლა გააკეთოს.
ამის პარარელურად, ინტერესს იჩენს „ლევერკუზენი“, თუმცა მადრიდის „რეალის“ მიზანი ნიკოს სერია „ა“-ში დატოვებაა, ვინაიდან ის „კომოსთან“ კარგად ადაპტირდა და შესაძლებლობების გამოვლენა შეძლო.
მადრიდული გამოცემების ცნობით, ჩაბი ალონსო ამ ზაფხულს თავს შეიკავებს, 2026 წლის ზაფხულში კი ფასის ტრანსფერზე აუცილებლად იმუშავებს, რადგან ის კიდევ უფრო განვითადება, მსოფლიო ჩემპიონატზე კი დამატებით შანსს მიიღებს.
თავად ფასისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სწორედ სათამაშო დროა, ვინაიდან ამის გარეშე კარიერულ წინსვლას ვერ მოახერხებს.
- 17 ივნისი 2025
- 361
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.