ალონსომ პინტუსი მთავარ ჯგუფს ჩამოაშორა

მადრიდის „რეალის“ ფიზ.მომზადების სპეციალისტი, ანტონიო პინტუსი თანამდებობას ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს, მაგრამ მისი ფუნქცია-მოვალეობები უკვე შეიცვალა.

არც მადრიდში და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში იტალიელი სპეციალისტი აღარ არის ჩართული გუნდის ფიზიკურ მომზადებაში და განსხვავებული მოვალეობები აქვს.

პინტუსი ძირითად ჯგუფს მითითებებს არ აძლევს, ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებზე კი სხვა სპეციალისტები მუშაობენ.

ასევე ცნობილია, რომ ალონსოს ჰყავს შესაბამისი ჯგუფი, რომლებიც ფეხბურთელების დატვირთვებს შეისწავლიან და მაქსიმალურად ეცდებიან ისეთი პროგრამების შექმნას, რომლებიც მოთამაშეებს დაზიანებებს აარიდებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა ანტონიო ახალი ფუნქციით „რეალში“ მოღვაწეობას.


1

17 ივნისი 2025 11:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 733

 სალამი, მადრიდისტებო! სწორი მიდგომაა. ჩემი აზრით 0-დან უნდა დაიწყოს ალონსომ თავისი ხალხით/შტაბით, პინტუსი მაგარია, მაგრამ  გუნდი ძალიან იშვიათად აპრესინგებდა, ძუნძულებდნენ, ბურთზე უმეტესად მხოლოდ ვალვერდე/ბელინგემი იბრძოდა გარკვეული ფეხბურთელები და ძალიან დაიტვრითნენ, უნდა გადანაწილდეს ძალა/ბალანსი, 50-70% სულ ლაზარეთში იწვა, პერსონალურად კი უდგებოდა კარგად ფეხბურთელებს, მაგრმამზედმეტად ბევრს ტვირთავდა და მოედანზე მაქსიმუმს ვეღარ დებდნენ ასეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, არაპროფესიონალური თვალით დანახული ასეა, ახლა კი დაცვაში, ნახევარდაცვაში ყველამ ბურთზე უნდა იბრძოლოს და შეტევამ სულ უნდა აპრესინგოს + ფლანგის მცველების სირბილი დაცვა/შეტევა... სწორი მიდგომაა, დინამიური თამაში მომენატრა, გაგვიტანონ! ეცოდინებათ, რომ 2 უნდა გაუტანონ, ესეთი რეალი მომენატრა და არა თამაშს რო წურავენ და ერთ ბურთს აჯდებოდნენ, სამეფო კლუბია ბოლო-ბოლო ობიექტურად შევხედოთ, მირჩევნია წავაგოთ თამაში ვიდრე 1-2 თვე იტირონ როგორ მოიგეთ გამოწურეთ, გაგიმართლათ,მსაჯმა ცოტა დაამატა, პენალი არ დადო და ა.შ ისე უნდა მოიგოს ეხლა ალონსომ თამაშები, რომ ვარმა/მსაჯმა კითხვის ნიშანი არ გააჩინოს, დარწმუნებულიც ვარ როგორც წინა წელს, წელსაც ჩვენს წინააღმდეგ იქნება ფიფა/უეფა და ჩვენი ბიჭები უნდა იდგნენ მედგრად და მხოლოდ საკუთარი თავისა და გუნდის იმედი უნდა ჰქონდესთ, ალონსოს წარმატებები! ჰალა მადრიდ!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (8)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)